ანსუ ფატი – "ბარსელონას" ჰარი პოტერი

  • 5-10-2019, 17:54
  • ანსუ ფატი – "ბარსელონას" ჰარი პოტერი

    ბნელი დრო დაუდგა "ბარსელონას". ბოლო ათწლეულში ნაჩვენებ თამაშთან შედარებით, ძალიან ბნელიც კი.

    მიმდინარე სეზონში, "ბარსელონა" ყველა თამაშში წვალობს. იმ მატჩებშიც კი, რომლებსაც დიდი ანგარიშით იგებს. დაცვაში არსებული პრობლემები და გახშირებული ტრავმები "ბარსას" თამაშს უფერულს ხდის.

    ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც აქამდე გაუკეთებია, უკვე ძნელია აღფრთოვანება გამოიწვიოს თვით ლეო მესის თამაშმაც კი. არგენტინელმა თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ მისი შედევრები ჩვეულებრივ მოძრაობებად გვეჩვენება.

    გუნდი თავის საფირმო სტილს კარგავს. სტილს, რომლის წყალობითაც "ბლაუგრანა" მეტოქის ლამაზად მოგუდვას ახერხებდა და ამის წყალობით გაჰქონდა აურაცხელი რაოდენობის გოლი.

    და ამ დროს, მთავარ იმედად მოსჩანს 16 წლის ანსუ ფატი. ბიჭი, რომელიც "ბარსელონადან" წასვლას გადარჩა…

    "ბარსელონა" ტალანტების სიმცირეს არასდროს უჩიოდა, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება ბოლო 100 წლის განმავლობაში ვერავინ შესძლო. საუკუნის წინ, 16 წლის და უკვე ვარსკვლავი პაულინო ალკანტარა იყო. თვით მესიც კი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 17 წლის ასაკში გამოჩნდა და არც მისი გამოჩენა იყო ასეთი ხმაურიანი.

    ბოლო დროს, "ბარსელონა" ირწმუნება, რომ ფეხბურთს აფერადებს. თუმცა, მიმდინარე სეზონში ერთადერთი, ვინც ფეხბურთს აფერადებს, ანსუ ფატია.

    ანსუ ფატი – ესაა "ბარსელონას" გულშემატკივრების მთავარი იმედი, რომელიც კატალონიელთა უფერული ფეხბურთის გაფერადებას ყოველთვის ახერხებს და ქომაგებს განსაკუთრებული მოლოდინებით ავსებს.

    როდესაც "ბარსელონას" თამაში არ მისდის, გულშემატკივრები მოედანზე 16 წლის ფეხბურთელის შეშვებას ითხოვენ, რადგან სწორედ მასში ხედავენ მხსნელს.

    ჰარი პოტერის მსგავსად, "ჰოგვორთსში" ანსუ ფატისაც ყველა დროის უდიდესი ჯადოქარი დახვდა, რომელიც ჯადოქრობის ბოლო წლებს ითვლის.

    ჰარი პოტერის მსგავსად, ანსუ ფატიც ორ ახლადშეძენილ მეგობართან, ფრენკი დე იონგთან და არტურთან ერთად შეეცდება სიბნელე გააფერადოს.

    Felix Felicis, ანსუ!

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied