გენერალური ასამბლეის კენჭისყრის შედეგები

გენერალური ასამბლეის კენჭისყრის შედეგები

გუშინ, "ბარსელონას" 2019 წლის გენერალური ასამბლეის დასკვნითი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. კლუბის დელეგატებმა კენჭი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უყარეს.

ბიუჯეტი

2018/19 წლების ფისკალური წლის ანგარიშის დამტკიცება:

  • მომხრე - 532
  • წინააღმდეგი - 90
  • თავი შეიკავა - 45

2019/20 წლების ბიუჯეტის დამტკიცება

  • მომხრე - 570
  • წინააღმდეგი - 60
  • თავი შეიკავა - 44

ფრანცისკო ფრანკოსთვის მედლების ჩამორთმევა

2019 წლის 11 თებერვალს "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ გენერალ ფრანკოსთვის 1951, 1971 და 1974 წლებში მინიჭებული საპატიო მედლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, გუშინ, კენჭისყრა გაიმართა:

  • მომხრე - 671
  • წინააღმდეგი - 2
  • თავი შეიკავა - 7

ელექტრონული არჩევნები

კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, 2021 წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, დააყენა წინადადება, 2 წლის შემდეგ ჩასატარებელი არჩევნები ელექტრონული წესით გაიმათოს.

კლუბის მმართველობა იდეას მხარს უჭერს, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ სურს, რაც უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

გადაწყვეტილების მისაღებად დამსწრე დელეგატების ორი მესამედის თანხმობა იყო საჭირო. ფონტის იდეა 59.9%-მა მოიწონა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ელექტრონულად არ ჩატარდება.

  • მომხრე - 359
  • წინააღმდეგი - 173
  • თავი შეიკავა - 67

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.