სერიოზული დანაკლისი "ეიბართან" თამაშის წინ

  • 7-10-2019, 01:27
  • სერიოზული დანაკლისი "ეიბართან" თამაშის წინ

    ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ბარსელონასა" და "ეიბარს" შორის გასამართ მატჩამდე 10 დღეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელები ამ თამაშს სერიოზული დანაკლისით შეხვდებიან.

    "სევილიასთან" დღეს გამართულ მატჩში (4-0) დაგეგმილი ყვითელი ბარათი მიიღო ჟერარ პიკემ და 26 ოქტომბერს "რეალთან" აუცილებლად თამაშის მიზნით, ის "ეიბართან" დაპირისპირებას გამოტოვებს.

    ამ დროისთვის, ტრავმები აწუხებთ სამუელ უმტიტისა და ჟან-კლერ ტოდიბოს. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა ისინი 19 ოქტომბერს "ეიბართან" გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას. ეს ნიშნავს, რომ ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ერთადერთი ხელმისაწვდომი ცენტრალური მცველია - კლემან ლანგლე.

    "ბარსელონა ბ"-ში იმედისმომცემი ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო ირიცხება და გაჭირვების შემთხვევაში ვალვერდეს შეუძლია მას ენდოს, როგორც ეს დღეს, ტოდიბოს მიერ ტრავმის მიღების დროს მოხდა. თუმცა, არაუხომ დღეს წითელი ბარათი მიიღო და "ეიბართან" ისიც დისკვალიფიცირებული იქნება.

    20 წლის ფეხბურთელის გაძევებას მოედანზე დაძაბულობა მოჰყვა და მსაჯმა წითელი ბარათი უსმან დემბელესაც უჩვენა. "ეიბართან" თამაშს ფრანგი შემტევიც გამოტოვებს.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 ოქტომბერი 2019 13:48

    კარი ამოვაშენოთ ბლოკებით.

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    7 ოქტომბერი 2019 01:49

    იმედია ტოდიბოს არაფერი სჭირს და ითამაშებს ეიბართან

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lebron James 6 წევრი [?]

    7 ოქტომბერი 2019 01:42

    დემბელე მატეო ლაოსს : ''შენ ცუდი ხარ, ძალიან ცუდი'' სწორედ ამ ფრაზის გამო გააძევეს ფრანგი მოედნიდან.🤓

    0
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    7 ოქტომბერი 2019 01:38

    ციტატა: Bussi
    ფიკეს რაჭირს?

    ყვითლები დაუგრივდა ((

    0
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    Bussi წევრი [?]

    7 ოქტომბერი 2019 01:33

    ფიკეს რაჭირს?

    1
    გასულია
    ferreira10 გულშემატკივარი [?]

    7 ოქტომბერი 2019 01:31

    ბარსა-ბ

    0
    საიტზეა
    ana anukii ფანი [?]

    7 ოქტომბერი 2019 01:31

    ნუ არც ისე დიიდი დანაკლისი... ალბა ბრუნდება, ლენგლე ბრუნდება და ვაგე ხომ დააწინაურეს ეგ თუ არა რობერტო დააყენოს და ეგაა

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied