ერთი რამ, რაც ლაპორტას ვალვერდეში არ მოსწონს

  • 7-10-2019, 10:54
  • ერთი რამ, რაც ლაპორტას ვალვერდეში არ მოსწონს

    "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, Barcabuzz-თან ინტერვიუს დროს კატალონიელთა მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე საუბრობს.

    "უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ვალვერდე, პიროვნულად, შესანიშნავი ადამიანია. თუმცა, მის მიმართ, როგორც სხვა გულშემატკივრები, მეც კრიტიკულად ვარ განწყობილი.

    ვფიქრობ, არსებულ სისტემას უნდა მივყვეთ და ის არ დავაზიანოთ. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა და არა იმას, 3-4-3 სისტემით თამაშობ, 4-3-3 თუ 4-4-2.

    იმ ტალანტების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ გვყავს, ლა მასია უნდა გამოიყენო, რითიც ფინანსებს დაზოგავ და წარმატებებსაც მიაღწევ. გამიკვირდა, როდესაც ხელმძღვანელობამ არჩევანი ვალვერდეზე შეაჩერა, რადგან ვიცოდი, რომ ის კრუიფის სისტემის დიდი მოყვარული არ იყო.

    ამის მიუხედავად, მქონდა იმედი, რომ ვალვერდე ლა მასიადან ფეხბურთელებს დააწინაურებდა, რადგან ის "ბილბაოში" ასე იქცეოდა. მიმაჩნია, რომ დანაშაულის ნაწილი ხელმძღვანელობას მიუძღვის, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას სათანადოდ არ ახალისებს.

    მაგალითად, ფრანკ რაიკარდმა მესის თამაშის შანსი 16 წლის ასაკში მისცა. სხვა მწვრთნელი ასე არ გარისკავდა. ის ასე მოიქცა პედროს შემთხვევაშიც. პეპ გვარდიოლამ იაია ტურე გაყიდა იმისათვის, რომ ბუსკეტსისთვის ადგილი გამოეთავისუფლებინა. იაია შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როდესაც აკადამიაში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც თამაში შეუძლია, ის უნდა დააწინაურო. შენს აღზრდილ ფეხბურთელს გულშემატკივრებისგან მეტი პატივისცემა და სიყვარული აქვს.

    ამჟამად გვყავს ხელმძღვანელობა, რომელსაც ურჩევნია ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზარზე ეძებოს. ვალვერდე კი ის მწვრთნელია, რომელიც ხელმძღვანელობას ამაში არასდროს შეეწინააღმდეგება.

    ვალვერდე კარგი პიროვნებაა და ამას ფეხბურთელებიც აღიარებენ. თუმცა, შესაძლოა, ის ზედმეტად რბილიც კი არის."

    შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია ანსუ ფატის პირველ გუნდში გამოჩენამდე.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    7 ოქტომბერი 2019 15:10

    მზეთამზეა ჩმორვერდე, მაგის მიმყვანიც და დამტოვებელიც მიაცენზურა უმტიტიმ!

    1
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    Albicelecte წევრი [?]

    7 ოქტომბერი 2019 14:53

    მახსოვს ეტოო რომ მიაყიდა პეპმა მაგის გამო.... გაბლატავებული იყო და თავში ჰქონდა ავარდნილი, თანაც თუ შევხედავთ იმ ეპოქის გადასახედიდან, საუკეთესო ასაკში და ფორმაში იყო, გუნდს საუკეთესოს შეწყობილი და შესანიშნავი ბომბარდირული თვისებებით...

    და ამ დროს პეპმა "ცხენის ნალში გაცვალა" რატომ?! ეს თავადვე უფრო უკეთ იცოდა

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    7 ოქტომბერი 2019 14:27

    ფეხბურთელის მარტო აკადემიიდან ამოყვანა არაფაფერია, იმ ფეხბურთელს მერე უნდა სწორ გზაზე დაყენება, ლაპარაკი რჩებევი, ზუსტი ამოცანის მიცემა რა ევალება მოედანზე. რაც ამ კაცს არ შეუძლია. ზედმეტად რბილი და უფრო სწორად ჩმორი როა ვიცით, არ აქვს არც ავტორიტეტი და არც პატივისცემა გასახდელში. და რატო უჭერენ ფეხბურთელები მხარს მგონი გასაგებია. ერთის მხრივ გვარდიოლასნაირი დესპოტი რომელიც ინტერნეტს აკრძალავს, მოსვამს დიეტაზე ყველას, თითოეულ ფეხბურთელს აიძულებს პრესინგს სირბილს (მათ შორის მესისაც) ვერავინ ივლის თავის ჭკუაზე, შეეზღუდებათ ავტორიტეტი პიკეს სუარესს ლეოსაც და დანარჩენ გაბლატავებულ ხალხსაც. და მეორეს მხრივ ვალვერდე რომელიც ვერასდროს დასვამს სკამზე ლიდერებს, სულ რო ცუდ ფორამში იყვნენ. ივლის ფეხბურთელების ჭკუაზე და არასდროს დაუყენებს წესებს. ვინ ურჩევნიათ? იასნა ეს. იმას კი ვერ ხვდებიან რო გუნდი ემსგავსება მილანს. იმედია მოვლენ აზრზე დაამისთვის კიდე ერთი შერცხვენა არ დაჭირდებათ. თუ კიდე წელსაც შერცხვა ბარსელონა, სერიოზულად დადგება კIთხვის ნიშნის ქვეშ ამ გუნდის გრანდობა და მესიც სერიოზულ ზიანს მიაყენებს თავის ისოტირაში საუკეთესოობას. ლიგა უნდა დაიდოს წელს. და ილოცოს იუვემ არ მოიგოს ლიგა თორე მერე მართლა სერიოზულად წამოყოფენ თავს რონალდოს და რეალის სისინა ფანები და სათქმელიც ექნებათ. ეს წელი გადამწყვეტია ლეოსთვის, პირველ რიგში შარშან შეპირებული ლიგა უნდა დადოს წელს, მეორე რიგში მაგის დიდი პასუხისმგებლობაც არის ვალვერდე რო დარჩა. და იმედია ნეიმარის არ მოყვანას არ დააბრალებენ წაგებას

    7
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    7 ოქტომბერი 2019 14:06

    ეგრეც არაა რა მარტო აკადემიის იგროლებით რო ვითამაშოთ მართლა ბილბაო კი არ ვართ რეალურად პუჩის გარდა აკადემიაში ჯერ-ჯერობით არავინაა ისეთი ვინც უნდა დააწინაურონ ნუ პერესი და სუ ატი ფაქტიურად პირველი გუნდის იგროლები არიან აკადემია ვეღარ ზრდის იგროკებს და ეგ ვალვერდეს ბრალი ნაღდად არაა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 ოქტომბერი 2019 13:59

    მარტო ეს არ მოგწონს? რომა და ლივერპული? სვარკა?

    1
    გასულია
    Chiquinto გულშემატკივარი [?]

    7 ოქტომბერი 2019 11:21

    სევილიასთან განმეორებითი მატჩი რო გვქონდეს 2 კვირაში 5-0 წავაგებდით :) და ვალვერდე მაინც დარჩებოდა!

    5
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    7 ოქტომბერი 2019 11:07

    16 წლის მესი და აჰა შენ 16 წლის ფატიო ერნესტო შენძრ ეულმა გოუგვარა უცებ

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied