მასიმო მარიოტი: დემბელეს პროფესიონალიზმისკენ მოვუწოდე, მაგრამ გვიანი იყო

  • 5-10-2019, 14:13
  • მასიმო მარიოტი: დემბელეს პროფესიონალიზმისკენ მოვუწოდე, მაგრამ გვიანი იყო

    2017 წლის ზაფხულში, როდესაც "ბარსელონა" "დორტმუნდიდან" უსმან დემბელეს გადმობირებას ცდილობდა, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი მის იმჟამინდელ კლუბს "გაებუტა".

    იმ დროს, დემბელეს პირადი ასისტენტი ჰყავდა - მასიმო მარიოტი, რომელიც, Spox-თან ინტერვიუში, დემბელეს გაფიცვის დეტალებს იხსენებს.

    "დემბელე სახლში მარტო არასდროს იყო. ის ბიძაშვილთან და საუკეთესო მეგობართან ერთად ცხოვრობდა. მასთან ხშირად მიდიოდა დედა. უსმანი ძალიან ახალგაზრდა იყო და მას მხარდჭერა სჭირდებოდა.

    როდესაც დემბელე კონტაქტზე აღარ გამოდიოდა, ყველა მე მეკითხებოდა, თუ სად იყო ის, მაგრამ ეს არც მე ვიცოდი. მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ასე გრძელდებოდა 3 დღის განმავლობაში. ვხვდებოდი, რომ ის დორტმუნდში აღარ იყო. მის სახლში მივედი და გავარკვიე, რომ ისინი საფრანგეთში გამგზავრებულან.

    მოგვიანებით, მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა. მას მოვუწოდე დაბრუნებულიყო და სიტუაცია გაგვერკვია. ავუხსენი, რომ "დორტმუნდის" პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა და პროფესიონალივით მოქცეულიყო. თუმცა, უკვე გვიანი იყო." - აცხადებს მარიოტი.

    იმ ზაფხულში, "ბარსელონამ" ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინ "დორტმუნდმა" 15 მილიონად იყიდა, 105 მილიონად დაიმატა. გარიგება 40 მილიონის ბონუსებსაც ითვალისწინებს. კატალონიურ კლუბში ყოფნის დროს, ახალგაზრდა ფრანგმა უდისციპლინობა არაერთხელ გამოავლინა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    5 ოქტომბერი 2019 15:47

    დემბელე მოიქცა არაპროფესიონალად და დორტმუნდი რომელიც დაპირდა გრანდის დაინტერესების შემთხვევაში თუ დემბელე წასვლას მოისურვებდა გაუშვებდა პროფესიონალებივით მოიქცნენ???? ისემც თქვენი დედა მივაცენზურე როგორ უნდოდა წამოსვლა და ძაღლივით აბამდნენ და არ უშვებდნენ ეს პროფესიონალობაა??
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ამის უნიჭო 🤬🤬🤬🤬

    მოდი რა გაჩუმდი როცა არ იცი დემბელეს ტრანსფერის ისტორია

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge