Sport: "ბარსელონა" ვალვერდეს გალიარდოთი შეცვლას არ აპირებს

Sport: "ბარსელონა" ვალვერდეს გალიარდოთი შეცვლას არ აპირებს

"ბარსელონა" ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად "რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელის, მარსელო გალიარდოს კანდიდატურას არ განიხილავს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ბოლო დროს TNT Sports-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანა", ერნესტო ვალვერდეს პოტენციურ შემცვლელად, "რივერ პლეიტის" 43 წლის დამრიგებელს განიხილავს. თუმცა, კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, გამოცემას კატალონიური კლუბიდან აცნობეს, რომ TNT Sports-ის მიერ გავრცელებული ამბავი სრული სიცრუეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ალეკო
    სტუმარი [?]
    #3 5 ოქტომბერი 2019 00:29
    13
    Daily Mail-ის ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უახლოეს მომავალში ცვლილება მოხდება.

    ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემთხვევაში, კატალონიელებს ჩაიბარებს არა მარსელო გალიარდო, არამედ ხავი ერნანდესი.

    იგივე წყაროს თანახმად, "ალ სადის" ამჟამინდელმა თავკაცმა "ბლაუგრანაში" დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

    ესპანელი უკვე კლუბის სატრანსფერო გეგმებსაც კი განიხილავს.

    არაა გამორიცხული, რომ ვალვერდეს ხავით ჩანაცვლება უახლოეს პერიოდშივე მოხდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 ოქტომბერი 2019 23:58
    4
    რაის გალიარდო ხომ არ უბერავენ ესენი ტენ ჰააგი დაიდოს ხავის მოსვლამდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 4 ოქტომბერი 2019 23:57
    1
    ეს რათემა ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო კიდე კაი რო სიცრუეა