MD: ანსუ ფატი 17-წლამდელთა ნაკრებში არ ითამაშებს

MD: ანსუ ფატი 17-წლამდელთა ნაკრებში არ ითამაშებს

ანსუ ფატის სანაკრებო მომავალი ისევ გაურკვეველია.

16 წლის ამომავალი ვარსკვლავი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების წინასწარ სამუნდიალო განაცხადში მოხვდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს.

"ბარსელონას" არ სურს ფეხბურთელი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გაუშვას და ოქტომბერ-ნოემბერში დაახლოებით თვენახევრით დაკარგოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ფატი 17-წლამდელთა გუნდისთვის ზედმეტად კვალიფიციურია და მათ სურთ, რომ მან 21-წლამდელთა გუნდში, ან მთავარ ნაკრებში ითამაშოს.

სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთის 17-წლამდელები ჩილესა და ინგლისს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფატი ამ მატჩების განაცხადში არ მოხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 2 ოქტომბერი 2019 22:40
    1
    იმედია განაგრძობს ფატი განვითარებას მისი ასაკიდან გამომდინარე დღეის გადმოსახედიდან იდეალურად მიდის მისი კარიერა, მესსისა და რონალდოს ეპოქას შეცვლის მბაპე და ჟოაო ფელიში იმედია მათ ანსუ ფატი შეემატება
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 2 ოქტომბერი 2019 22:01
    3
    ამის ტრავმა მოგონილი მგონია რო არ გაეშვათ ნაკრებში