"ბარსელონამ", შესაძლოა, ვილიანი უფასოდ დაიმატოს

  • 28-09-2019, 15:57
  • "ბარსელონამ", შესაძლოა, ვილიანი უფასოდ დაიმატოს

    ლონდონის "ჩელსის" 31 წლის ბრაზილიელი შემტევი ვილიანი, მომდევნო ზაფხულში, შესაძლოა, "ბარსელონაში" უფასოდ გადავიდეს.

    Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" ვილიანს უკვე 10 წელია ეპატიჟება. კატალონიელები ბრაზილიელით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც ის "შახტარში" თამაშობდა, მაგრამ იმ დროს ფეხბურთელში 25 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს.

    ვილიანი, 2013 წელს, "ჩელსიში" გადავიდა და კატალონიელებს მის მიმართ ინტერესი არც ამის შემდეგ დაუკარგავთ. ბრაზილიელის სახელი "ბარსას" არაერთხელ დაუკავშირეს. მაგალითად, ესპანური პრესის ცნობით, გასულ ზაფხულში, "ბლაუგრანა" მზად იყო ვილიანში 35 მილიონი ევრო გადაეხადა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები 31 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იანვარში განაახლებენ. საქმე ისაა, რომ ვილიანს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება და იანვარში ფეხბურთელთან შეთანხმების შემთხვევაში, "ბარსა" მის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეძლებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    28 სექტემბერი 2019 20:20

    ბოლო-ბოლო მოიყვანონ ჩვენც დავისვენებთ და ეგენიც

    0
    გასულია
    shako122 გულშემატკივარი [?]

    28 სექტემბერი 2019 20:11

    ერთი ორი წელიც დავიცადოთ ცოტა ჩამოყალიბდეს საკაიფო იგროკად. პატარაა ჯერ 😂😂

    4
    გასულია
    todibo6 წევრი [?]

    28 სექტემბერი 2019 19:58

    movides kaia

    1
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    28 სექტემბერი 2019 19:54

    როგორ უყვარს ბართოს პენსიონრებიი! angry

    4
    გასულია
    Bidzina გულშემატკივარი [?]

    28 სექტემბერი 2019 18:49

    Kou gaushvesda xrustali dembele datovess fuiii bartumeo sheni politika mov***

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    28 სექტემბერი 2019 17:50

    თუ უფასოდ მოვა იასნა მოIთხოვს მაღალ ხელფასს მარა ჯანდაბას. ხო ხედავთ რა ხდება, დემბელეს საერთოდ აღარ განვიხილავ გუნდის წევრად. ყველა მნიშNველოვან თამაშს გამოტოვებს ტრავმის გამო ან ითამაშებს და ჩააგდებს. ტიპი სულ ახალი გამოჯანმრთელებულია და არ მოთხოვოთო, როგორც კი 2 იგრას გადააბავს და ახალ ტრავმას იღებს. ყელშია უკვე, მაგას ბებერი ვილიანიც მირჩევნია და პედროც. გაყიდონ ერთი 90 ად, მოიყვანონ ინაკი სანჩოო სანე ან ვინმე უფრო სანდო. პროფესიონალი ფეხბურთელი

    4
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    28 სექტემბერი 2019 17:02

    ისეთი ტრამვიანობაა გუნდში მოიყვანონ ზამენაზე მაინც გვამოგვადგება

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    lover of fcb.Realist^ წევრი [?]

    28 სექტემბერი 2019 16:41

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    გაწიეთ ერთი რა ვილიანი ხელფასს მოითხოვს ბევრს


    შენ უხდი ხელფასს?

    1
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    28 სექტემბერი 2019 16:09

    გაწიეთ ერთი რა ვილიანი ხელფასს მოითხოვს ბევრს

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge