ერნესტო ვალვერდე ადასტურებს: მირჩევნია ფატიმ 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს

  • 28-09-2019, 10:02
  • ერნესტო ვალვერდე ადასტურებს: მირჩევნია ფატიმ 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ადასტურებს, რომ მას ურჩევნია ანსუ ფატიმ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს და არა 17-წლამდელთა გუნდში.

    16 წლის ფატი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის განაცხადშია შეყვანილი. თუ "ბარსელონას" ტალანტი ბრაზილიაში გასამართ ჩემპიონატზე წავა, მას კატალონიელთა 7 თამაშის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის "ელ კლასიკოსიც". ხოლო თუ ფატის ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდში უხმეს, მაშინ მისი სანაკრებო თამაშები ჩვეულებრივ სანაკრებო პაუზას დაემთხვევა და ფეხბურთელს "ბარსას" თამაშების გამოტოვება არ მოუწევს.

    "მირჩევნია, ფეხბურთელმა ჩვენთან მეტი დრო გაატაროს. თუ ის 21-წლამდელთა გუნდში წავა, ეს სანაკრებო პაუზის დროს მოხდება. ამისგან საპირისპიროდ, 17-წლამდელთა ნაკრებში წასვლის შემთხვევაში, ანსუ დიდი ხნით გამოგვაკლდება. ვნახოთ, რა მოხდება, რას გადაწყვეტს ფედერაცია.

    საკითხს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და ჩვენი სურვილია ფატი რაც შეიძლება ცოტა ხნით გამოგვაკლდეს." - ვალვერდეს სიტყვებს Sport ციტირებს.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    CHEPE ფანი [?]

    28 სექტემბერი 2019 11:40

    ციტატა: MALUMA
    დღეს კურტუას დაადებენ ტრიბუნებიდან ფანები და სტადიონზე ფელიქსი კოსტა და საული ასე მგონია!

    არადა მორატა მოტივაციით გამოვიდოდა მოედანზე რეალის წინააღმდეგ:დ:დდდ ტრამვა აქვს მაგას..
    მაგრამ არც კოშტა ფელიში დააკლებს რამეს ისე კი კაი თამაშები კიარის დღეს და იმედია ხეტაფეს მოვუგებთ

    3
    საიტზეა
    MALUMA ფანი [?]

    28 სექტემბერი 2019 10:35

    დღეს კურტუას დაადებენ ტრიბუნებიდან ფანები და სტადიონზე ფელიქსი კოსტა და საული ასე მგონია!

    6
    --------------------
    Football Club Barcelona

    პარტნიორები

    Flashscore.ge