ერნესტო ვალვერდე მესის ტრავმაზე საუბრობს

ერნესტო ვალვერდე მესის ტრავმაზე საუბრობს

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ხეტაფესთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ ლეო მესის ტრავმაზე ისაუბრა.

"მესის სერიოზული ტრავმა არ აქვს.

არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება მის მკურნალობას. იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება.

ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ იგრძნობს ლეო თავს დღეს და როგორ წარიმართება მოვლენები მომდევნო კვირაში." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Tribuna.

გავრცელებული ინფორმაციით, მესის "ხეტაფესთან" ხვალ თამაში გამორიცხულია. შესაძლოა, მან ვერც მომდევნო კვირაში, "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 სექტემბერი 2019 01:14
    0
    იმედია ინტერთან ზამენაზე მაინც იჯდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 27 სექტემბერი 2019 20:42
    1
    ლეომ თუ ტრანვა მიიღო 2-თვეზე ნაკლები არაა სამწუხაროდ ესეც ასე გამოდგა არადა როცა იღებს ტრანვას უმეტესად განახლებულ სეზონში
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)