კარლ-ჰაინც რუმენიგე: კოუტინიოსგან და ლევანდოვსკისგან მომავალში ბევრს ველით

  • 27-09-2019, 12:39
  • კარლ-ჰაინც რუმენიგე: კოუტინიოსგან და ლევანდოვსკისგან მომავალში ბევრს ველით

    როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნში" "ბარსელონადან" იჯარით აყვანილი ფილიპე კოუტინიოთი უკვე კმაყოფილები არიან.

    ბრაზილიელი შემტევი "ბაიერნში" ერთი თვის წინ გადავიდა. მიუნხენელებმა ერთწლიან იჯარაში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და სეზონის ბოლოს მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს. გერმანული კლუბისგან ერთ ფეხბურთელში 120 მილიონის გადახდა წარმოუდგენლად კი მოსჩანს, მაგრამ "რეკორდმაისტერის" გენერალური მენეჯერის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარი სხვა რამეს მიგვანიშნებს.

    "კოუტინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის მსოფლიოს დონის მოთამაშეა. ეს უფრო და უფრო ნათელი ხდება. ის თამაშში სხვაობას ქმნის და ლევანდოვსკისთან ერთდ შესანიშნავ დუეტს აყალიბებს. ამ ორისგან, მომავალში, ბევრს ველოდებით." - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Mundo Deportivo.

    კოუტინიომ, ჯერჯერობით, ერთ თამაშში გაიბწყინა. "კიოლნის" წინააღმდეგ მან ასეთი სტატისტიკა აჩვენა:

    • 1 გოლი
    • 1 საგოლე გადაცემა
    • 70 შეხება
    • 7 key პასი
    • 49 პასი
    • პასის სიზუსტე 86%
    • 4 ჩაწოდება
    • 4 გრძელი პასი

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kortoxa23 ფანი [?]

    27 სექტემბერი 2019 20:51

    ძნელია კლუბში გყავდეს გრიზმანი კოუტინიო და მესსი და სამივეს მოუძებნო ძირითადში ადგილი მათი სტილიდან გამომდინარე

    0
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    Gigo1989 წევრი [?]

    27 სექტემბერი 2019 17:18

    დემბელეც წაიყვანეთ რა კაცურად)))

    1
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    27 სექტემბერი 2019 13:48

    მო..ვით 120 000 000 და ელოდეთ რასაც გინდა

    3
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça

    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    27 სექტემბერი 2019 13:47

    ციტატა: Luis Suárez
    ციტატა: Z.TS
    რა მოხდებოდა ვალვერდე როარ ყოლოდა მწვრთნელად

    ის მოხდებოდა რო კოუტინიოც იკოუტინიოებდა და ცანცარა დემბელეც ვარსკვლავი იქნებოდა დღეს ჟოსტკი მიდგომა უნდოდა და დისციპლინა როგორც პეპს ქონდა და არ იქნებოდა ესეთი დუყლუყი როგორიც დღესაა თუმცა ამ @ლე ვალვერდეს და ბართომეუს ხელში სხვა რა დადგება კაცი

    ვერ იკოუტინიოებდა იმიტომ რო კოუტინიოს ადგილი არაა ბარსაში განა იმიტომ რო ცუდი იგროკია უბრალოდ მაგის პოზიცია ისეთ ადამიანს უკავია ცალი ფეხიც რო მოაჭრა მაინც უმაღლეს დონეს დადებს იმედია მიხვდი ვისაც ვგულისხმობ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    27 სექტემბერი 2019 13:12

    ხოდა დაიტოვეთ თუ ასე მოგწონთ
    ციტატა: Z.TS
    რა მოხდებოდა ვალვერდე როარ ყოლოდა მწვრთნელად

    არც არაფერი იგივე რაც ვალვერდეს ხელში მოუვიდა კოუტინიოს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Z.TS წევრი [?]

    27 სექტემბერი 2019 13:01

    რა მოხდებოდა ვალვერდე როარ ყოლოდა მწვრთნელად

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge