მხოლოდ 62 საათი "კლასიკოსთვის" მოსამზადებლად

მხოლოდ 62 საათი "კლასიკოსთვის" მოსამზადებლად

მას შემდეგ, რაც სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" ზუსტი დრო გაირკვა, ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად ძალიან ცოტა დრო ექნება.

23 ოქტომბერს, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კატალონიელები პრაღის "სლავიას" სტუმრად დაუპირისპირდებიან. 26 ოქტომბერს, კვირას, 15:00 საათზე, "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკო" გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ თამაშებს შორის "ბლაუგრანას" ძალების აღსადგენად მხოლოდ 62 საათი ექნება. ამ დროში შედის პრაღიდან კატალონიაში დაბრუნებაც.

ადვილად საქმე არც "რეალს" აქვს. მადრიდელები, ჩემპიონთა ლიგაზე, "გალათასარაისთანაც" სტუმრად ითამაშებენ და "ბარსელონასაც" სტუმრად დაუპირისპიდებიან. თუმცა, ვინაიდან "სამეფო კლუბი" თურქეთში 22 ოქტომბერს თამაშობს, მას, "ბარსელონასთან" შედარებით, "კლასიკოსთვის" მოსამზადებლად 24 საათით მეტი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 სექტემბერი 2019 16:09
    0
    ერთი სტადიონის იმედი მაქვს, სახლში არ ვაგებთ. და რაც ყველაზე საშიშია ის პატარა ვინიციუსი იქოქება და კარში დარტყმაც უსწავლია, პიკე ფრთხილად უნდა იყოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 სექტემბერი 2019 23:51
    2
    გადავკუზავთ სამეფო მონებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #1 25 სექტემბერი 2019 21:06
    2
    მესის ტრავმაზე რა ისმის ის დაწერეთ!