ჟერარ პიკე: სეზონის წინ ბევრი ვიმგზავრეთ და ცოტა ვივარჯიშეთ

  • 25-09-2019, 12:05
  • ჟერარ პიკე: სეზონის წინ ბევრი ვიმგზავრეთ და ცოტა ვივარჯიშეთ

    "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ მისი გუნდის საამსეზონო წარუმატებლობის მიზეზი არა გასვლით შეხვედრებში წარმოქმნილი განსაკუთრებული სირთულეები, არამედ ცუდად დაგეგმილი წინასასეზონო მზადებაა.

    "როგორც წესი, სეზონს უფრო კარგად ვიწყებთ ხოლმე, ვიდრე ეს ახლა გავაკეთეთ. წინასასეზონო მზადებას კარგი როლი არ უთამაშია. ბევრი ვიმგზავრეთ და ცოტა ვივარჯიშეთ. თუმცა, ჩვენ "ბარსა" ვართ და თავის გასამართლებელი მიზეზი არ გვაქვს.

    ვიცით, რაც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ეს ყოველთვის მარტივი არაა. ვცდილობთ, ვსაუბრობთ... დღეს, საწყის წუთებში, კარგად გამოვიყურებოდით. "ხეტაფესთან" მოგება სიტუაციის გამოსწორებაში დაგვეხმარება.

    არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" 2 ვერსია აქვს - საშინაო და საგარეო. ამის არ მჯერა. მეტოქის მოედანზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ სტუმრად მოგებებებიც უნდა დავიწყოთ. ჩვენი ხასიათი უნდა ვაჩვენოთ." - "ვილიარეალთან" გამართული თამაშის (2-1) შემდეგ პიკეს სიტყვებს RAC1 ციტირებს.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    25 სექტემბერი 2019 14:11

    ბაზარი არაა რაღაც მხრივ მართალია პიკე ჯერ იაპონიო მერე იქიდანა ამერიკაშიო უმეტესი დრო ჰაერში გაატარეს ეხლა კიდე დატვირთული სექტემბერი ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში მანამდე სანაკრებო პაუზა ოქტომბერში კიდე სანაკრებო პაუზა უწევთ არაა გასაკვირი რო ცუდ კონდიციებში არიან და ხშირად იტრამვებიან მოიხოდებიან ნელა-ნელა და სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საბოლოოდ რო მოილევენ ამ სანაკრებოებს შეუბერავენ და ყველაფერი დალაგდება

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    buxo გულშემატკივარი [?]

    25 სექტემბერი 2019 12:35

    კაროჩეე მუხტის მიმცემი გამმხბევებელი და ერთი შემომრტყმელი არაგვყავს გუნდში, ტრეინერი ჩოგანია პრეზიდენტი ჩოგანია, კაპიტანი მუნჯია smile როცა ტრეინერი არვარგა კაპიტანმა უნდა დამუხტოს გუნდისიმინ მოედამზე და მესიი რაის დაამმუხტველია თავისგაჭირვებააქ, მიაბიტამას კაპიტნის სამკლაური რაცხაქნასეგება

    2
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.

    პარტნიორები

    Flashscore.ge