Cat Radio: მესის "ხეტაფესთან" თამაში გამორიცხულია

"ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ, "ვილიარეალთან" ცოტა ხნის წინ დასრულებულ მატჩში ტრავმა მიიღო.
მესი, მიმდინარე სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვნახეთ, მაგრამ მას სრული შეხვედრის ჩატარება არ დასცალდა - FIFA-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელმა, პირველი ტაიმის მიწურულს, ტრავმა მიიღო და მე-2 ნახევრის დასაწყისში მის ნაცვლად მოედანზე უსმან დემბელე გამოვიდა.
ტრავმის სიმძიმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება.
კატალონიის რადიო კი ირწმუნება, რომ არგენტინელის "ხეტაფესთან" 28 სექტემბერს გასამართ შეხვედრაში თამაში გამორიცხულია.
თეგები: ლიონელ მესი ხეტაფე
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
10.12.19, 23:55


-
ინტერი
-
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
სან სირო
დარჩა:
წინა მატჩი
7.12.19, 23:55


5
ბარსელონა
2
მალიორკა
ლა ლიგა
კამპ ნოუ
კომენტარები [ 15 ]