"გრანადასთან" მატჩში სუარესმა მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა

"გრანადასთან" მატჩში ლუის სუარესმა თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მან გააკეთა ის, რაც ბოლო წლებში ყველაზე კარგად გამოსდის - მსაჯთან და მეტოქეებთან კამათი.
Movistar-ის კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც ლუისი გვერდით მსაჯს ეჩხუბება: "შენ კონუსი ხარ, უბრალოდ კონუსი." - სავარაუდოდ, ამით სუარესი არბიტრს ეუბნებოდა, რომ ის გამოუსადეგარი იყო, თუმცა მატჩში კონუსის როლს სწორედ "ბარსელონას" თავდამსხმელი ასრულებდა.
ასევე, ლუისმა არ "დაინდო" მისი მეტოქეც: "მატყუარა ბავშვი ხარ, ახლა აქეთ-იქით იგორავებ." - ეჩხუბებოდა სუარესი წაქცეულ რამონ აზიზის.
იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ მატჩებში ლუისი მეტოქეებისთვის დისკომფორტის შექმნას გოლების გატანით შეეცდება.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
10.12.19, 23:55


-
ინტერი
-
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
სან სირო
დარჩა:
წინა მატჩი
7.12.19, 23:55


5
ბარსელონა
2
მალიორკა
ლა ლიგა
კამპ ნოუ
კომენტარები [ 10 ]