"ბარსელონას" კრიზისი - ვინ არის დამნაშავე?!

  • 22-09-2019, 21:26
  • "ბარსელონას" კრიზისი - ვინ არის დამნაშავე?!

    "ბარსელონასთვის“ მიმდინარე სეზონის დასაწყისი ამ საუკუნეში ყველაზე ცუდია. ჩატარებული 5 მატჩიდან კატალონიელებმა 7 ქულა მოაგროვეს. არსებულ ვითარებაში წვლილი ყველას მიუძღვის - დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული ფეხბურთელებით. და მაინც ყველაზე მეტ კრიტიკას კლუბის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იღებს. მასზე იმხელა ზეწოლა ხორციელდება, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ყოველივე კი გასული წლებიდან მოყოლებული დაგროვებული შეცდომების გამოა.

    ჟოზეპ მარია ბართომეუ

    ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფნალებიდან ზედიზედ სამარცხვინო გამოვარდნის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა ვალვერდეს ნდობა გამოუცხადა და პოსტზე დატოვა. თუკი ესპანელი თავკაცი კვლავ განაგრძბს შეცდომების დაშვებას, ეს ბართომეუს კისერზე იქნება. ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ ჩანდა, რომ ბართომეუ სერიოზულად ეკიდებოდა არსებულ მდგომარეობას. წარმატებით დასრულდა ანტუან გრიზმანის ტრანსფერიც. პრეზიდენტი ნეიმარის დაბრუნებასა და მატიას დე ლიხტის შეძენასაც ეცადა, თუმცა ეს ტრანსფერები არ განხორციელდა. ბართომეუს ქომაგები ბრალს კოუტინიოს გაშვებაშიც დებდნენ.

    ერნესტო ვალვერდე

    მწვრთნელმა სეზონი დიდი წნეხის ქვეშ დაიწყო, რისი მიზეზიც "ენფლიდის“ კოშმარი და კოპა დელ რეის ფინალი იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებული ყველაზე ცუდი დასაწყისი ვალვერდეს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. თვალსაჩინოა გასვლითი მატჩების პრობლემაც, რომელიც მწვრთნელმა ვერა და ვერ გადაწყვიტა. აშკარაა გუნდის უმოტივაციობაც და სახიფათო მომენტების სიმწირე.

    ლიონელ მესი

    "ბარსელონას" ამჟამინდელ კრიზისში ყველაზე ნაკლები დამნაშავე ალბათ მესია, რომელმაც მოედანზე მხოლოდ 75 წუთი გაატარა. მიუხედავად ამისა, არგენტინელი კლუბის კაპიტანია და მას ევალება გუნდი დამუხტოს და საბრძოლველად განაწყოს, ამასთანავე, დაიცვას მოთამაშეები წამოსული კრიტიკისგან.

    ანტუან გრზმანი

    "ბეტისთან“ და "ვალნესიასთან“ ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ გრიზმანი თითქოს დაიკარგა. იგი მოთამაშეებისგან მოწყვეტილია და მოედანს გამოთიშული. მან თქვა, რომ შეეცდებოდა უფრო კონტაქტური ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ გამოსდის.

    ლუის სუარესი

    "ვალენსიასთან“ დუბლი ურუგვაელს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. სუარესმა "ბილბაოსთან" სეზონის პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა რამდენიმე საათში მაროკოში გაფრინდა. ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში უკვე 4 წელია არ გაუტანია. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს მიზეზი სუარესის სათადარიგოთა სკამზე ხილვისა.

    ჟერარ პიკე

    გუნდის კაპიტანსა და დაცვის ლიდერზე აუცილებელია რაღაც ითქვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა "ბარსელონა" ყველაზე მეტ გოლს უშვებს ლა ლიგაში. მისი ხელით თამაში "ოსასუნასთან" "ბლაუგრანას" ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა.

    სერჟიო ბუსკეტსი

    ტრადიციულად უზადო სერჟიო ბუსკეტსაც კი კითვხვის ნიშანი აქვს. განსაკუთრებით "ბორუსიასთან“ მატჩის შემდეგ.

    ნელსონ სემედუ

    სემედუ პროტაგონისტი ნამდვილად არ არის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრიზისში. სემედუ "ოსასუნასთან" შეცვალეს და "ბორუსასთან" პენალტი მის გამო დაინიშნა. პორტუგალიელის "გრანადასთან" თამაში კი არასტაბილური იყო.

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bcngeo წევრი [?]

    23 სექტემბერი 2019 10:51

    ციტატა: xavi-iniesta
    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    მწვრთნელს რომელსაც არ შეულია ისეთი დონის ფეხბურთელები როგორებიც არუან: კოუტინიო, დემბელე გრიზმანი და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი, ვერ მისცეს მოტივაცია დაელაპარაკოს მოხოდოს მუღამზე მოიყვანოს, ესეიგი ძაან უდონოა მსუბუქად რო ვთქვათ...წარმოგიდგენიათ კლოპი, პეპი პოჩეტინო ამ ფეხბურთელებით რას იზავდნენ....აქედან გამომდინარე კითხვა არც კი უნდა დაისვას თუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე..

    ამასწინად არ იყო ინტერვიუში რო თქვა არ მიყვარს ფეხბურთელებისთვის რჩევების მიცემაოო 😂😂😂😂გიჟია მაგამ თუარ მისცა რჩევა და რაღაც არ უთხრა სხვა ვინ ეტყვის

    აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები !!

    ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც სანდრო როსელი გახდა პრეზიდენტი! მისი მოადგილე იყო ეს აჩკარიკა ბართომეუ და მის გზას აგრძელებს ეხლაც, (გუნდის დაჩაჩანაკება) ფილოსოფია წაშლა და ერთ ჩვეულებრივ გუნდად ჩამოყალიბება! კიდე კაი რო მესი გვყავს თორე დღეს მართლა ჩვეულებრივი გუნდი იქნებოდა! ბოლოს ამ ვალიკოს მოყვანა და მერე ამდენი ხანი გუნდში დატოვება პიკიაა იმენა! მარა არც ისე შორსაა ის დღე რო მართლა ერთმანეთზე გადასკოჩილები გააჯვავენ გუნდიდან!

    3
    გასულია
    ი.ხ.მ.ს.ნ. წევრი [?]

    23 სექტემბერი 2019 03:42

    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    მწვრთნელს რომელსაც არ შეულია ისეთი დონის ფეხბურთელები როგორებიც არუან: კოუტინიო, დემბელე გრიზმანი და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი, ვერ მისცეს მოტივაცია დაელაპარაკოს მოხოდოს მუღამზე მოიყვანოს, ესეიგი ძაან უდონოა მსუბუქად რო ვთქვათ...წარმოგიდგენიათ კლოპი, პეპი პოჩეტინო ამ ფეხბურთელებით რას იზავდნენ....აქედან გამომდინარე კითხვა არც კი უნდა დაისვას თუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე..

    ამასწინად არ იყო ინტერვიუში რო თქვა არ მიყვარს ფეხბურთელებისთვის რჩევების მიცემაოო 😂😂😂😂გიჟია მაგამ თუარ მისცა რჩევა და რაღაც არ უთხრა სხვა ვინ ეტყვის

    4
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    22 სექტემბერი 2019 23:39

    ამით ნათელია რომ ეს მთლიანად გუნდის ბრალია

    4
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    rivaldo80 ფანი [?]

    22 სექტემბერი 2019 22:49

    და ვინმეს თუ ჯერა რომ ტრენერი მოხოდავს ამათ მარტოოო ძალიან ცდებიით ესენი მსოფლიო დონის მრავალი გზის ჩემპიონები არიან ამათმა თითოოონ თუ არ მოინდომეს კრუიფი რომ ადგეს ის ვერაფერს ვერ იზამს...მეორე კიდე მსგავსი კრიზისი ბარსას წლების მანძილზე გაზაფხულზე ეწყებოდაა...და რავიცი ჯობია ეხლა ქონდეთ და მერე მოიხოდონ...რომ ისევ ლიგაზე არ მოკუკონ

    2
    გასულია
    ვიტორ ბორბა ფერეირა წევრი [?]

    22 სექტემბერი 2019 22:40

    მწვრთნელს რომელსაც არ შეულია ისეთი დონის ფეხბურთელები როგორებიც არუან: კოუტინიო, დემბელე გრიზმანი და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი, ვერ მისცეს მოტივაცია დაელაპარაკოს მოხოდოს მუღამზე მოიყვანოს, ესეიგი ძაან უდონოა მსუბუქად რო ვთქვათ...წარმოგიდგენიათ კლოპი, პეპი პოჩეტინო ამ ფეხბურთელებით რას იზავდნენ....აქედან გამომდინარე კითხვა არც კი უნდა დაისვას თუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე..

    12
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 სექტემბერი 2019 22:03

    აუ სემედუ რა შუაშია კრიზიში გიჟები არიან ესენი ერთადერთი და მთვარი დამნაშავე ვალვერდეა

    16
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ini888 Culé [?]

    22 სექტემბერი 2019 22:03

    აჭკარიკა და ცხვირა

    8
    გასულია
    dembelle წევრი [?]

    22 სექტემბერი 2019 21:41

    "ბარსელონას" არაერთმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესადმი ნდობა დაკარგა.

    აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

    მოგეხსენებათ, "ბარსა" გუშინ "გრანადასთან" (0:2) დამარცხდა და ზედიზედ შვიდი მატჩია სტუმრად ვერ იგებს.

    კატალონიელებს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვთ.

    ვალვერდემ "ბლაუგრანა" 2017 წელს ჩაიბარა, გუნდთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი (2-ჯერ), თასი და სუპერთასი მოიგო.

    0
    საიტზეა
    Andres_Iniesta ფანი [?]

    22 სექტემბერი 2019 21:36

    ციტატა: ACRAB
    ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი,ენფილდის მერე,ვალვერდეს გააგდებდა!
    და ნებიდმიერი პროფესიონალი მწვრთნელი,სულაც თავისით გადადგებოდა
    ...
    უთავმოყვარეო არაპროფესიონალების ბრალია ყველაფერი!

    რაის ენდილდი.

    რომშივე გააქრობდა

    20
    --------------------
    VALVERDE OUT!!!
    გასულია
    ACRAB ფანი [?]

    22 სექტემბერი 2019 21:35

    ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი,ენფილდის მერე,ვალვერდეს გააგდებდა!
    და ნებიდმიერი პროფესიონალი მწვრთნელი,სულაც თავისით გადადგებოდა
    ...
    უთავმოყვარეო არაპროფესიონალების ბრალია ყველაფერი!

    11
    საიტზეა
    Andres_Iniesta ფანი [?]

    22 სექტემბერი 2019 21:35

    კოუტინიო გუშინ მოთამაშე გახდა.

    ტიპმა კოუტინიო გაანადგურა.

    გრიზმანსაც იგივეს უკეთებს.

    გუნდი აგებს 1 ივე წუთიდან. ტაიმი ისე მთავრდება რო შეტევა არ აქვს. არა თუ რეალური მომენტი და 62 წუთზე გამოყავს სვარკა ვიდალი.

    5
    --------------------
    VALVERDE OUT!!!
    გასულია
    პავლოვიჩი56 წევრი [?]

    22 სექტემბერი 2019 21:33

    ბართო-ვალიკოს დედები მოიკითხა მიხოს ვირმა...მააშ!

    6
    საიტზეა
    madzgara33 გულშემატკივარი [?]

    22 სექტემბერი 2019 21:30

    ამ კითხვის დასმაც კი მაგრად ტეხავს

    10

    პარტნიორები

    Flashscore.ge