ერნესტო ვალვერდე "გრანადასთან" მატჩის წინ

  • 20-09-2019, 20:23
  • ერნესტო ვალვერდე "გრანადასთან" მატჩის წინ

    "გრანადა" ამ სეზონში ლა ლიგაში სეგუნდა დივიზიონიდან დაწინაურდა და პრიმერა დივიზიონში გამოსვლა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. "ბარსელონა" ანდალუსიურ გუნდს ხვალ სტუმრად დაუპირისპირდება. ერნესტო ვალვერდემ მოახლოებული შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

    "ჩვენი თამაშის დინამიკა უნდა შევცვალოთ. ასეთ სტადიონებზე გამართული შეხვედრები ჩემპიონის ვინაობას წყვეტს. აქ შეცდომების დაშვება არ შეიძლება. 

    "გრანადამ" კარგად დაიწყო. ზოგადად, ახლად დაწინაურებულ გუნდებს სეზონის ამ მონაკვეთში განსაკუთრებული შემართება აქვთ. 

    ბოლო დროს სასურველი შედეგის მიღწევა გვიჭირს, ახლა კი ეს უნდა გამოვასწოროთ.

    არ ვიცი, დაიკავებს თუ არა უსმან დემბელე ანსუ ფატის ადგილს შემადგენლობაში. მათ ერთად ვარჯიშის და თამაშის გამოცდილება არ აქვთ. 

    გუნდში დიდი კონკურენციაა და ამას მონიტორინგს მთელი სეზონის განმავლობაში გავუწევთ. 

    მიუხედავად იმისა, რომ ლეო მესის დიდი პაუზა ჰქონდა, ბოლო მატჩში კარგად გამოიყურებოდა. იმედია, ის თანდათან მოუმატებს და ჩვეულ ფორმაში ჩადგება". 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge