ტრავმების მხვრივ, "ბარსას" ასეთი კრიზისი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია

  • 20-09-2019, 21:57
  • ტრავმების მხვრივ, "ბარსას" ასეთი კრიზისი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია

    "ბარსელონას" სეზონის სტარტში ნამდვილად არ გაუმართლა. ცუდი შედეგების გარდა, კლუბს ბევრი ტრავმირებულიც ჰყავდა. პირველ ექვს თამაშში (მათ შორის "გრანადასთან" ჩაუტარებელი შეხვედრაც), 7 დაშავებული ფეხბურთელი ითვლება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რიცხვია.

    Mundo Deportivo ამ სეზონში დაშავებულ ფეხბურთელებს წარმოგვიდგენს:

    • ლიონელ მესი
    • ლუის სუარესი
    • უსმან დემბელე
    • ნეტუ
    • ჟუნიორ ფირპო
    • სამუელ უმტიტი
    • ჟორდი ალბა

    მიუხედავად ამისა, არის კარგი ამბებიც. დაშავებულ ფეხბურთელთა სიიდან 4 ბოლომდე გამოჯანმრთელდა (მესი, სუარესი, ნეტუ და ფირპო). დემბელეს დაბრუნებას კი ახლო მომავალში ელოდებიან.

    როგორც ჩანს, ალბას გამოჯანმრთელება იმაზე უფრო კარგად მიდის, ვიდრე ელოდნენ. სავარაუდოდ ერნესტო ვალვერდე არ გარისკავს და მას შემადგენლობის მიღმა დატოვებს მანამ, სანამ ის 100%-ით მზად არ იქნება.

    2014/2015 წლების სეზონში დაშავებულ ფეხბურთელთა სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

    • ტომას ვერმალენი
    • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
    • ადრიანო
    • დანი ალვესი
    • ანდრეს ინიესტა
    • ჟორდი მასიპი
    • ნეიმარი
    • რაფინია

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    20 სექტემბერი 2019 23:02

    დეჟავუ გამეორდეს დაე...

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge