"ბარსას" ფატის 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაშვება არ უნდა

  • 20-09-2019, 18:44
  • "ბარსას" ფატის 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაშვება არ უნდა

    თუ Radio Catalunya-ს დავუჯერებთ, "ბარსელონას" არ უნდა, რომ ანსუ ფატი ესპანეთთან ერთად 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეს, რომელიც ბრაზილიაში, 26 ოქტომბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დამთავრდება.

    შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს, 16 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის მოქალაქეობა მალე მიიღოს. შემდეგ, 17-წლამდელთა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს დავიდ გორდოს საშუალება ექნება, რომ ანსუ 50-კაციან სავარაუდო სიაში შეიყვანოს, რომელიც 25 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.

    შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ფეხბურთელს შეუძლია 3 ეროვნული ნაკრებიდან ერთი აირჩიოს: გვინეა-ბისაუ (დაბადების ადგილია), პორტუგალია (გვინეა-ბისაუ პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა) და ესპანეთი, რადგანაც ფეხბურთელი აქ 6 წლის ასაკიდან ცხოვრობს.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 21:24

    ჯანდაბას ეს სეზონიც ვაცალოთ დემბელეს და თუ ასე გააგრძელა, უნდა გაყიდონ უეჭველი და პერესი ფატის დაუთმონ ყურადღება.
    1. ზედმეტ ბარგს მოიშორებენ,
    2. ამხელა ხელფასს დაზოგავენ
    3. გაყიდვით მილიონებს მიიღებენ.

    1
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    20 სექტემბერი 2019 19:53

    მუნდიალზე თამაში გამოცდილების მისაღებად შესანიშნავი იქნება, მაგრამ თუ ვალვერდე, დემბელეს დაბრუნების გამო, არ მოაკლებს სათამაშო პრაქტიკას, დარჩენაც კარგი ვარიანტია. მოკლედ, სატრანსფერო ფანჯარა როცა გაიხსნება, სჯობს დემბელე გავყიდოთ და ბოლომდე ანსუზე გადავიტანოთ ყურადღება. დემბელეს დიდი იმედი მქონდა, მაგრამ აზრი შემეცვალა. აგვიანებს, ტრავმებს მალავს, სწორად არ იკვევება, მოკლედ - უდისციპლინო და არაპროფესიონალია და ასე არაფერი გამოვა. სჯობს, მისი დრო ფატიმ მიიღოს და გავზარდოთ ვარსკვლავი.

    2
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied