"ბარსელონა" ხელფასების შემცირებას გეგმავს

  • 20-09-2019, 16:37
  • "ბარსელონა" ხელფასების შემცირებას გეგმავს

    ბოლო პრესკონფერენციაზე, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ 2019/2020 წლების სეზონის ბიუჯეტი წარადგინა და თქვა, რომ ხელფასების შემცირება დიდი გამოწვევაა. ამ საკითხთან დაკავშირებით AS-ის კვლევა შემდეგნაირად გამოიყურება:

    როგორია ამჟამინდელი მდგომარეობა?

    • კლუბი ხელფასებზე 671 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც მთელი ბიუჯეტის 68%-ს შეადგენს.
    • "ბარსას" საფეხბურთო გუნდი ხარჯების 61%-ზეა პასუხისმგებელი, დანარჩენი ნაწილი სხვა სპორტულ სახეობებში მიდის, როგორებიცაა მაგალითად: კალათბურთი, ფუტზალი და ა.შ.

    როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

    ხელფასები გაიზარდა 2017 წლის შემდეგ, როცა "ბარსამ" ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც არიან: დემბელე, კოუტინიო, გრიზმანი და მათ დიდი ხელფასები შესთავაზა.

    რაში მდგომარეობს გეგმა?

    • კატალონიელებს სურთ ხელფასები 18 მილიონი ევროთი შეამცირონ.
    • ეს სახელფასო ხარჯებს 68%-დან 61%-მდე შეამცირებს, ფეხბურთის დეპარტამენტის ხარჯი კი 53%-მე შემცირდება.
    • ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის "ბაიერნში" წასვლამ ხარჯები მნიშვნელოვნად უკვე შეამცირა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ლაშა წევრი [?]

    20 სექტემბერი 2019 20:02

    კოუტინიო დაბრუნდება ბაიერნი მაგას არ გამოისყიდის როგორაც რეალს უქნეს ხამესზე ისე გვიზამენ ჩვენც

    2
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 18:02

    ხელფასები გაიზარდა 2017 წლის შემდეგ, როცა "ბარსამ" ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც არიან: დემბელე, კოუტინიო, გრიზმანი.
    ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის "ბაიერნში" წასვლამ ხარჯები მნიშვნელოვნად უკვე შეამცირა.

    კარგია, ეხლა დემბელე და გრიზმანიც გაუშვან და მორჩა პრობლემა აღარ იქნება.

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    20 სექტემბერი 2019 17:35

    კარგი გადაწყვეტილებაა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2019 17:22

    აი სლემბელეს ხელფას რაში უხდიაან? ისეთი უნიათო და არაპროფესიონალია რომ მაქსიმუმ 1 მლ ქონდეს წლიურად, მეტს არ იმსახურებს, ზარალუა პირდაპირ.. დელიხტი უნდა მოეყვანათ და ნეიმარი, უმტო სლემბელე გაიყიდებოდა

    8
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    20 სექტემბერი 2019 17:15

    დემბელეს შეუმცირონ ხელფასი.

    უმტიტსაც

    შტეგენს მოუმატონ.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied