რივალდო: თუ ფატიმ ასე გააგრძელა, ნეიმარი საჭირო აღარ იქნება

  • 20-09-2019, 14:24
  • რივალდო: თუ ფატიმ ასე გააგრძელა, ნეიმარი საჭირო აღარ იქნება

    "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა ანსუ ფატიზე საკუთარი აზრი გამოხატა.

    "როგორც უკვე ვთქვი, ახალი სეზონი საუკეთესო საშუალებაა, რომ ახალი ფეხბურთელები შეამოწმო. გადამწყვეტი მატჩების არქონა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ. ვალვერდე ამას ძალიან კარგად აკეთებს. მან გახსნა ანსუ ფატი, რომელმაც პირველ თამაშებში დიდი ტალანტი გამოავლინა."

    "ბარსა" რომ უკეთ თამაშობდეს, ალბათ, ახალგაზრდებიც უფრო კარგები იქნებოდნენ."

    "მე გულშემატკივრების ენთუზიაზმი ახალგაზრდა ანსუ ფატისთან მიმართებაში მესმის, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მისი ლიონელ მესისთან შედარება და იმ საკითხის დასმა, ჩაანაცვლებს თუ არა ოდესმე იგი მას."

    "ანსუ ფატის ნიჭიერობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ცუდია მას ასეთი დიდ პასუხისმგებლობა დააკისრო, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვია. მოდით, მივცეთ მას დრო, რომ მისი ფეხბურთი ითამაშოს. მომავალი გვიჩვენებს, გახდება თუ არა ის ახალი მესი."

    "დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ფატი "ბარსელონას" აიძულებს ნეიმარზე უარი თქვან. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შედეგები ექნება გუნდს მომავალ სატრანსფერო ფანჯარამდე. თუ ისინი კარგად თამაშს მოახერხებენ, ხოლო ფატი ამ მიღწევის ნაწილი იქნება, მაშინ ახალი ფეხბურთელის შეძენის მიზეზი არ იარსებებს. თუ საქმეები ისე კარგად არ წავა, მაშინ ნეიმარი სამიზნე შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს." - თქვა რივალდომ, რომლის სიტყვებსაც Goal ციტირებს.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" რიგებში ფატიმ 4 ჩატარებულ მატჩში, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2019 16:34

    დემბელეს დაენძრაა აბაა:დ:დდდდ ამაზე ჩამოდიან ფსონს ეხლა მსოფლიოზე მიიღებს გამოცდილებას ნაკრებში ესპანეთი ყველა თაობა მაგრად ყომარობს))) ასევე მერე ბარსაშიც მიეცემა დრო კოპას ყველა მატჩში ასევე ლალიგაშიც

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied