შაკა ჰისლოპი: ვან დაიკი "ლივერპულს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

  • 19-09-2019, 20:16
  • შაკა ჰისლოპი: ვან დაიკი "ლივერპულს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

    Diario AS-ს ცნობით, ვირჯილ ვან დაიკი "რეალისა" და "ბარსას" სიაშია.

    იმის ალბათობა, რომ "ლივერპული" ვან დაიკზე მოლაპარაკებებს გამართავს, ძალიან დაბალია. "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის, შაკა ჰისლოპის აზრით, ამის მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი არსებობს.

    "ვან დაიკი "ლივერპულს" მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისინი პრემიერ ლიგას მოიგებენ და ის იტყვის, "მე აქ ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, ახლა ახალი გამოწვევები მინდა." - უთხრა პრემიერ ლიგის ყოფილმა ვარსკვლავმა ESPN-ს.

    "ფიქრობს თუ არა ვან დაიკი ამაზე, არ ვიცი."

    "მაგრამ თუ არ ფიქრობს, მაშინ ესაა ერთადერთი გზა."

    "იმის გათვალისწინებით, რა პროგრესიც "ლივერპულმა" განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში განიცადა და რა სტატუსიც პრემიერ ლიგას შეუქმნა, თუნდაც ფინანსების კუთხით, რატომ მოგინდება წასვლა?"

    "შესაბამისად, თუ ის წავა, მაშინ ამის არგუმენტი მხოლოდ ერთი რამ იქნება."

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    19 სექტემბერი 2019 23:04

    კლოპი მოვიდეს და ისე კარგად წამოვა ლივედან როგორც დაგიბარებია

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    19 სექტემბერი 2019 21:31

    ციტატა: Madrid 4 ever
    ვან დეიკი კლასნია, მაგრამ არა გაუვალი. ოქროსთვის რომ იბრძვის კლოპის დამსახურება უფროა.

    გაუვალი მცველი არ არსებობს, ისე კი ყოველწუთში ამის ქებას რო ვხედავ ვღიზიანდები. ძაან დონე მცველია რათ უნდა ბაზარი, მარა რაღაცნაირად ამოვიდა ყელში. ვალვერდეს სლეობა რო არა შეიძლება კლოპი არ ყოფილიყო ლივეს მწვრთნელი, ამდენ წელში ტიტული ვერ დადო და ეგ ლიგაც მიართვა ვალვერდემ. ფინალში აიაქსიც გაჟიმავდათ.

    3
    გასულია

    19 სექტემბერი 2019 21:31

    რომ არა ბარსას ავად სახსენებელი წაგება ამის ხსენებაც არ იქნებოდა. ახლა აქციეს გაუვალ კედლად. არადა ეს კედელი გიბსოკარდონისაა. ეს არაფრით არაა კიელინზე ან ბონუჩიზე უკეთესი.
    პ.ს. ისე ის ბარსას წაგება მომკალით არ მჯერა, რომ ჩესნად იყო და რამე მახინაციას არ ქონდა ადგილი.

    8
    გასულია

    19 სექტემბერი 2019 21:19

    ვან დეიკი კლასნია, მაგრამ არა გაუვალი. ოქროსთვის რომ იბრძვის კლოპის დამსახურება უფროა.

    4
    გასულია

    19 სექტემბერი 2019 20:36

    არ მინდა ვან დეიკი ბარსაში, გამოვა მერე და ნეიმარივით იტყვის, საუკეთესო მოგონება ბარსელონასთან თამაშიაო smile

    9
    საიტზეა

    19 სექტემბერი 2019 20:32

    კლოპი საოცარი მწვრთნელია ჩემი აუსრულებელი ოცნებაა რააა

    9
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია

    19 სექტემბერი 2019 20:26

    მაღალი დონის მცველია, ლივერპულის ფარჩაკი დაცვა რაღაცას დაამსგავსა. წელს შეიძლება დადონ ეპლი, მარა სადმე თუ წაუსლევეს სიტი არ აპატიებს.

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied