პირველად სპორტის ისტორიაში - "ბარსელონამ" მილიარდიანი ბიუჯეტი დაგეგმა

  • 19-09-2019, 17:11
  • პირველად სპორტის ისტორიაში - "ბარსელონამ" მილიარდიანი ბიუჯეტი დაგეგმა

    "ბარსელონამ" 2018/19 წლების ფინანსური ანგარიში და 2019/20 წლების სეზონის ბიუჯეტი წარადგინა და ცნობილი გახდა, რომ კატალონიური კლუბი 2021 წლისთვის დაგეგმილ მილიარდიან ბრუნვას ერთი წლით ადრე მიაღწევს.

    "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გასულ სეზონში "ბარსელონას" შემოსავალი 990 მილიონი ევრო იყო, გასავალი - 973 მილიონი ევრო. გადასახადების გადახდის შემდეგ, კლუბს სუფთა მოგება 5 მილიონი ევრო დარჩა.

    ახალი სეზონის ბიუჯეტი კი ასე გამოიყურება: შემოსავალი 1.047 მილიარდი, ხარჯი 1.007 მილიარდი, მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ 11 მილიონი.

    2019/20 წლების სეზონის ბიუჯეტი კლუბის წევრების გენერალურ ასამბლეაზე 6 ოქტომბერს გავა. ეს იქნება ზედიზედ მე-9 წელი, რომელსაც "ბარსელონა" მოგებით დაასრულებს. საერთო ჯამში, ამ 9 წელიწადში "ბარსამ" სუფთა მოგება 213 მილიონი ევრო ნახა.

    "ბარსელონას" ჰქონდა გეგმა, რომ მილიარდიანი ბრუნვისთვის 2021 წლისთვის მიეღწია, მაგრამ როგორც ირკვევა, კატალონიელებმა გეგმა ერთი წლით ადრე შეასრულეს და "ბლაუგრანა" ისტორიაში პირველი სპორტული კლუბი იქნება, რომლის წლიური ბრუნვაც მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 20:16

    ციტატა: nika 54
    თქვენ რო კამპ ნოუს მუზეუმი და მაღაზია განახათ, გაგიჟდებით. მე მგონი მილიონს მარტო ეგენი აკეთებენ დღეში.

    მილიონს არა ამრა 25 ევრო ღირს როგორც მხსოვს და ნაკადი არ წყდება :D იმდენი ხლხი მიდის სულ :D :D

    3
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 20:00

    თქვენ რო კამპ ნოუს მუზეუმი და მაღაზია განახათ, გაგიჟდებით. მე მგონი მილიონს მარტო ეგენი აკეთებენ დღეში.

    4
    გასულია
    Nou kamp გულშემატკივარი [?]

    19 სექტემბერი 2019 19:00

    გუშინ რეალის ნიფხავი ფრიალებდა ეიფელის კოშკზე.
    ძალიან ღრმად შეუგდეს.

    წარმომიდგენია რა ელით მაგათ კამპ ნოუზე.ჯობია არ ჩამოვიდნენ და წაგება ჩაეთვლებათ 0-3 წინააღმდეგ შემთხვევაში შიგ გლოტკაში გადაუგდებენ რეალის ფეხბურთელებს.დაანახებენ რა არის საერთოდ ფეხბურთის თამაში.ბურთს გადააფხრიწავენ თავზე

    ისე ერთი პერიოდი მიდიოდა დი მარიააზე საუბარი.ერთი სეზონი დიდი სიამოვნებით ვიხილავთ დიმკას ბარსაში.მაგრად მევასებოდა.

    ზუსტად აღარ მახსოვს რომელი წელი იყო თუ არ ვცდები 2005 წელს კანადაში ჩატარდა 18 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი.არგენტინამ მოიგო ფინალში ჩეხეთის ნაკრებს მოუგეს.ჰოდა მაგ ტურნირზე არგენტინის ნაკრებში ბრწყინავდნენ აგუერო და დი მარია.თამაშების დროს აშკარად ეტყობოდათ რომ დიმკა და აგუერო ერთი თავით მაღლა იდგნენ საფეხბურთო ინტელექტით თავიანთ თანატოლებთან მიმართებაში.
    ის ტურნირი დამამახსოვრდა როგორც არგენტინის ნაკრების გულშემატკივარს

    1
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    19 სექტემბერი 2019 18:16

    ციტატა: MALUMA
    გრიზმანი რომ ვიყიდეთ სესხი აიღეს xD


    მერე რა ... უბრალოდ 120 მილიონის ბრუნვიდან აღება არ უნდდოდათ

    2
    --------------------
    We 61D it !
    საიტზეა
    MALUMA გულშემატკივარი [?]

    19 სექტემბერი 2019 18:15

    გრიზმანი რომ ვიყიდეთ სესხი აიღეს xD

    2
    --------------------
    ¡Viva Latino!
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    19 სექტემბერი 2019 18:10

    ციტატა: M10 S9 D11
    რო კითხო ფული არ აქვთ ეს ბართომეუ ბიზნესის მხრივ მაგარია მარა სპორტული ხედვებით 0 ეს რო გადადგება ფინანსებში უნდა დატოვონ იდეალურად შეასრულებს მაგ საქმეს ვინც პრეზიდენტის პოსტზე ავა იმან კიდე სპორტული კუთხით მიხედუს კლუბს ჩემი აზრით იდეალურად იქნება კლუბის საქმე მერე

    შენი აზრით კლუბს ფინანსისტები არყავს და ეს შედეგი აჩკებიანის კისერზეაა? მოვხან ასეთი ბიუჯეტი , გუნდი გრანდობიდან საშუალო დონეზე დაიყვანა, საზიზღარი ფეხბურთით...

    1
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 18:03

    რო კითხო ფული არ აქვთ ეს ბართომეუ ბიზნესის მხრივ მაგარია მარა სპორტული ხედვებით 0 ეს რო გადადგება ფინანსებში უნდა დატოვონ იდეალურად შეასრულებს მაგ საქმეს ვინც პრეზიდენტის პოსტზე ავა იმან კიდე სპორტული კუთხით მიხედუს კლუბს ჩემი აზრით იდეალურად იქნება კლუბის საქმე მერე

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    19 სექტემბერი 2019 17:51

    აზრი ? ?
    წინ უკნიდან უკეთებს ყველა ბარსას :დ

    4
    --------------------
    We 61D it !
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    19 სექტემბერი 2019 17:44

    ბართომეუ ბარსელონაში როგორც ფეხბურთის გუნდს არ ხედავს, ხედავს ბიზნესს

    და ზუსტად მაგ მიზეზით მიდის უკან უკან გუნდი.

    სწორედ მაგიტოა ვალვერდეც.

    8
    გასულია
    alexx გულშემატკივარი [?]

    19 სექტემბერი 2019 17:42

    აბა ეს უნდა აღნიშნონ და ერთი–ორი ლარი ფანებსაც გადმოურიცხონ

    3
    საიტზეა
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    19 სექტემბერი 2019 17:41

    ბარსას უჭირსო მერე იტყვიან:დ:დ:დდდ

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied