ჩემპიონთა ლიგის TOP 10 ახალგარდა დებიუტანტი

  • 19-09-2019, 01:15
  • ჩემპიონთა ლიგის TOP 10 ახალგარდა დებიუტანტი

    მართალია "ბორუსიასთან" შეხვედრაში ანსუ ფატის გოლი არ გაუტანია, თუმცა მისთვის ეს დღე მაინც დაუვიწყარი იქნება, რადგან ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე ახალგზრდა დებიუტანტს შორის მოხვდა. "ბარსელონას" მომავალი ვარსკვლავი ათეულს ბოლოს შეუერთდა. წარმოგიდენთ სიის დანარჩენ წევრებს.

    1. ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი სელესტინ ბაბაიაროა. იგი 16 წლის, 2 თვისა და 25 დღის იყო, როდესაც 1994 წელს "ანდერლეხტის" მაისურით "სტიაუას" დაუპირისპირდა.
    2. ალენ ჰალილოვიჩის (16 წელი, 4 თვე, 6 დღე) დებიუტი ზაგრების "დინამოს" შემადგენლობაში პსჟ-ს წინააღმდეგ შედგა.
    3. იური ტილემანსი 16 წლის, 4 თვისა და 25 დღის იყო, როდესაც "ადერლეხტთან" ერთად ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, მაგრამ მისთვის საკმაოდ წარუმატებელი, ვინაიდან ბელგიურმა კლუბმა შეხვედრა 0:3 დათმო.
    4. კარალამპოს მავრიასი "პანათინაიკოსში" ასპარეზობდა. ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კი მაშინ შედგა, როდესაც იგი 16 წლის, 7 თვისა და 29 დღის იყო.
    5. ქენეთ ზოჰორს (16 წელი, 8 თვე, 19 დღე) დებიუტი "ბარსელონას" წინააღმდეგ ჰქონდა. მისდა სამწუაროდ, "კოპენჰაგენმა" კატალონიელებთან 0:2 წააგო.
    6. მოიზე კინი ნამდვილი რეკორდსმენია. იგი 16 წლის 8 თვისა და 25 დღის იყო, როდესაც ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა. ასევე, იგი გახლდათ "იუვენტუსის" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის შემდეგ დაიბადა.
    7. 2011 წლის 6 დეკემბერს ბრაიან კრისტანტე 16 წლის, 9 თვისა და სამი დღის იყო, როდესაც "მილანის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა .
    8. ალექსანდ პავლენკო მოსკოვის "სპარტკაში" გამოდიოდა და ლიგაზე დებიუტის დროს 16 წლის, 10 თვისა და 15 დღის იყო.
    9. 16 წლის, 10 თვისა და 5 დღის რომან ვალნერმა 1998 წლის 9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 37 წლის ასაკში მყოფი ფეხბურთელი პროფესიონალური სპორტიდან წელს წავიდა.

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    19 სექტემბერი 2019 17:07

    ციტატა: Ronaldinho.
    ჰალილოვიჩი აღარაა ბარსას საკუთრებაში??

    აღარ. "მილანის" საკუთრებაშია და "ჰერენვეენში" ჰყავს განათხოვრებული.

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 14:26

    იმედია ისე არ დაიკარგება ფატტი როგორც ამ სიის ნახევარი

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Ronaldinho. წევრი [?]

    19 სექტემბერი 2019 12:41

    ჰალილოვიჩი აღარაა ბარსას საკუთრებაში??

    4
    გასულია
    me da barca Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 08:26

    ეს გვარები არაფერს მეუბნება, იმედია ფატი ამათ რიგს არ შეუერთდება და თავის კვალს დატოვებს ბარსას რიგებში.
    მარტო ის რომ ახალგაზრდამ ითამაშა ლიგაზე არაფერს ნიშნავს, მთავარია როგორი ფეხბურთელი დადგება მისგან.

    ციტატა: GiorgiM86
    უკაცარავად, მაგრამ რეალს რა უქნეს გუშინ? :)

    გაძუკნეს.

    5
    გასულია
    GiorgiM86 წევრი [?]

    19 სექტემბერი 2019 07:52

    უკაცარავად, მაგრამ რეალს რა უქნეს გუშინ? :)

    5
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    19 სექტემბერი 2019 02:16

    ციტატა: BaKuRa
    ეს ჰალილოვიჩი სულ დაიკარგა, არადა რა ნიჭიერია... 23 ის გამხდარა უკვე


    ბაზარი არაა (( ცუდ დროს გადმოვიდა ბარსაში .. სადმე სხვაგან უნდა წასულიყო

    4
    --------------------
    We 61D it !
    საიტზეა
    BaKuRa Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 02:12

    ეს ჰალილოვიჩი სულ დაიკარგა, არადა რა ნიჭიერია... 23 ის გამხდარა უკვე

    3
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    19 სექტემბერი 2019 01:38

    ვაიმე გუშინ გვიანობამდე მომიწია მუშაობა :D ეხლა გავიღვიძე :დდ გაასწორა 3-0 რო დამხვდა :DDDD ეგ ჩვენზე უბედურები ეგენი :დდდდდ

    დაშლილ და დემორალიზებულ პსჟს როგორ ვერ უნდა მოუგო :დდ

    6
    --------------------
    We 61D it !
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    19 სექტემბერი 2019 01:23

    რომელიმეს გოლი თუ აქ გატანილი? არი შანსი რო ფატი პირველი იყოს

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied