რა ელის ანსუ ფატის?

რა ელის ანსუ ფატის?

მიმდინარე ზაფხულში ანსუ ფატი "ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდში დაწინაურდა, საიდანაც მისი "ბარსა ბ"-ში გადაყვანა და პირველი გუნდისთვის მომზადება იგეგმებოდა. თუმცა, შემტევი ვარსკვლავების ტრავმებმა ყველაფერი შეცვალა და 16 წლის ბისაუ-გვინეელი ფეხბურთელი პირდაპირ ძირითადი გუნდის განაცხადში აღმოჩნდა. 

ფატიმ არა მარტო კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არამედ გუნდს ასისტით და ორი გოლითაც დაეხმარა. მის თამაშს გამოუცდელობა სულაც არ ეტყობა და ლოგიკურია, რომ ანსუ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. 

ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ "ბარსელონას" მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს. გუნდის შტაბმა უნდა მოახერხოს, რომ ფატის განვითარებაში ხელი მაქსიმალურად შეუწყოს და ამისთვის საუკეთესო გზა მოძებნოს. 

მისი სხვა კლუბში განათხოვრება არ განიხილება, ამ სეზონისთვის კი სამი ძირითადი ვარიანტია. 

პირველი თავად ფეხბურთელებისთვის და ასევე გულშემატკივრებისთვის, ალბათ, ყველაზე მისაღები იქნება - ანსუ პირველ გუნდში დარჩება, ყოველდღიურად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშებს და პროგრესი ექნება. ამის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ერნესტო ვალვერდე მას მოედანზე ხშირად გასვლის გარანტიას ვერ მისცემს, რეგულარულად თამაში კი ასეთ სიტუაციაში აუცილებელია. 

ისიც შეიძლება, რომ ფატიმ დროის დიდი ნაწილი ძირითად გუნდში გაატაროს და როცა შემადგენლობაში მისი ადგილი არ იქნება, "ბარსა ბ"-ს შეუერთდეს. ასე, ის სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, მაგრამ ორივე გუნდის წევრობა ადვილი არ იქნება და დიდ დატვირთვას მოითხოვს. 

მესამე ვარიანტი კი თავდამსხმელის 19 წლამდელთა გუნდში დატოვებაა, რომელსაც ვიქტორ ვალდესი წვრთნის. აქ "ბარსა ბ"-სთან შედარებით ნაკლები წნეხია და ანსუ თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს, პერიოდულად კი პრაქტიკას ვალვერდეს გუნდშიც გაივლის. 

გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა და მისმა წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ - ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა და პროგრესის ასეთი ტემპით გაგრძელება ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ფატიმ უკვე დაამტკიცა, რომ წნეხთან და რთულ სიტუაციებთან გამკლავება მისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 19 სექტემბერი 2019 16:59
    0
    ფატი ნეიმარის პოზიციისაა. ნეიმარს ვერ ყიდულობენ და ამას მისცენ მაქსიმალური დრო. კაი რეალთან და ატლეტიკოსთან თუ არა ლა ლიგაში მაინც ათამაშოს მუდმივად... დემბელეს მაინც აღარ სჯობს? გრიზმანზე მეტს მაინც აკეთებს. გრიზმანი 120 რატო დღემდე ვერ ვხვდები... ფატი ძირითადში 😏
    Culé [?]
    #7 19 სექტემბერი 2019 12:49
    1
    "მამა ვალდესთან" და სუსტ გუნდებთან ბარსას ძირითადში..
    რად უნდა ამას დიდი ფიქრი, მაგრამ სადა აქვთ ბართოს და ვალიკოს მაგდენი ტვინი რომ ფიქრისთვის ეყოთ! angry
    puyol1993
    სტუმარი [?]
    #6 19 სექტემბერი 2019 09:54
    2
    16 წლის ბავშვია ეხლა ყველაზე მთავარი ისაა რომ თავში არ აუვარდეს. ეგრევე თუ ძირითად გუნდში ჩასვავენ ეს დიდი ალბათობით ცუდად აისხება... ფატიმ უკვე იცის ძირითადის გუნდის გემო ეხლა უნდადააბრუნონ ვალდესთან და მისცენ საშვალება იქ იმუშაოს და დაამტკიცოს ძირითადში თამაშის შესაძლებლობა. ვთვლი რომ ესე უფრო მოტივირებული იქნება და უფრო იმუშავებს საკუთარ თავზე
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #5 19 სექტემბერი 2019 08:21
    2
    დარჩეს ვალდესთან.

    კოპაზე ათამაშონ.

    ლალიგაში მეორე ტაიმები.

    ოატარაა ჯერ დიდი წნეხისთვის და არც ზედმეტსდ დატვირთვა არ შეილება
    dima359
    სტუმარი [?]
    #4 19 სექტემბერი 2019 03:42
    1
    გაუშვან დემბელე ან პერესი, ფატი უნდა დარჩეს და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდეს. და ნეიმარის სახელი აღარ გამაგონოთ. 1-2 წელში გაუშვან სუარესი, ცენტრში გრიზმანი დააყენონ და მარცხნივ ფატი
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 18 სექტემბერი 2019 21:39
    7
    ჩემი აზრით ვალვერდემ ყველა მატჩში უნდა მისცეს დრო ანსუს
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2019 21:18
    9
    ჩემია ზრით ამის ამდენ ნაწილად გაყოფა დამღუპველი იქნება. სხვა დრო რომიყოს დააწყებინებდნენ ძირითადიდან და გაზრდიდნენ დრო და დრო...მაგრამ ეხლა ბარსელონა უკვე სხვა დონეზეა და ვერ დაელოდებიან ვერავის. აქ ვარსკვლავები თამაშობენ და აღარაა ის დრო ესე აკადემიის ხალხი პირდაპირ რომ ჯდებოდა პირველ გუნდში. ჯობია ალბათ ბარსა ბ-ში იყოს და მსგავსს სიტუაციებში ათამაშონ ხოლმე...იგივე კოპაზე ან სადმე. მთავარია ფიზიკურად ძლიერი იყოს.
    CuLe ♥
    სტუმარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2019 21:05
    10
    ვალდესს ჩააბარონ 1 წლით, მიხედავს გიჟი კაცი. 💙❤️