ტომას ტუხელი: ნეიმარმა წასასვლელად ყველაფერი გააკეთა

  • 18-09-2019, 23:44
  • ტომას ტუხელი: ნეიმარმა წასასვლელად ყველაფერი გააკეთა

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ინტრიგა უდავოდ ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნება იყო, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა და ბრაზილიელი პარიუზლ კლუბში დარჩა.

    სატრანსფერო ჭორებმა და თავად ფეხბურთელის სურვილმა ფანები გააღიზიანა და "სტრასბურგთან" ბოლო წუთზე გატანილ მაკრატელას სტვენითა და ნეგატიური შეძახილებით შეხვდნენ.

    "პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელის, ტომას ტუხელის თქმით, მისთვის გასაგებია გულშემატკივართა რეაქცია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ნეიმარი მაღალ დონეზე ითამაშებს და ამ სეზონში კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებს.

    "ნეიმარს აქ დარჩენა არ უნდოდა. მან რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, რომ წასულიყო, ამან კი მის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა. ჩემთვის სრულიად გასაგებია ქომაგთა დამოკიდებულება, თუნდაც მუდმივი იყოს ეს. მიუხედავად ამისა, მე მესმის მისი, როგორც მწვრთნელს. ჩვენ შორის არ ყოფილა უთანხმოება, სწორედ ამიტომაც მარტივად მივეცი მას თამაშის უფლება." - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    emzari გულშემატკივარი [?]

    19 სექტემბერი 2019 11:37

    ამ ყვერმა რა დღეში ჩაიგდო თავი თავისი ცანცარობით

    0
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    18 სექტემბერი 2019 23:54

    რეალი ჩვენზე ცუდ დღეშია.. ჯერ კიდევ ვერ გადაუტანიათ რონის წასვლა.. ტეხავს ისე ეგ იგივეა მესი როვერ თამაშობდა ბოლო მატჩები.

    1
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 სექტემბერი 2019 23:52

    ისე რო ვუყურებ პესეჟეს იგრას მემგონი სულ არ სჭირდებათ ნეიმარი joy joy joy

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied