ჩავი მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს

ჩავი მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს

"ბარსელონას" ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ლეო მესის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ საუკეთესო გახდება. იგი ფიქრობს, რომ მესის მემკვიდრე "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი რაჰერმ სტერლინგი იქნება.

ჩავი ამ ყველაფერს Daily Mirror-თან ინტერვიუში განიხილავს: "მესი ჩემთვის საუკეთესოა და ორივე, მესიც და რონალდუც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ, მაგრამ ცოტა ხანში მოვა დღე, როდესაც მათი როლის მორგება ვინმე სხვას მოუწევს."

ის არჩევანს შემდეგნაირად ხსნის: "თქვენ უყურებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ და გახსენდებათ მბაპე, ნეიმარი, სალაჰი და, რა თქმა უნდა, სტერლინგი. მე ვაკვირდები და ამ ბრძოლაში სწორედ სტერლინგი იმარჯვებს. ის ყოველთვის კარგი და სახიფათო მოთამაშე იყო, მაგრამ პეპის ხელში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა გახდეს."

ჩავიმ დააყოლა: "მე ვიცი როგორ მუშაობს პეპი. ის გადმოსვლის დღიდან ახლოს იქნებოდა ფეხბურთელთან, რათა დაენახა თუ სად სჭირდება მას პროგრესი და თუ რაზე უნდა იმუშაოს მან. ახლა კი ჩვენ ამ შედეგებს ვხედავთ. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 18 სექტემბერი 2019 21:42
    3
    ნეიმარი ახალგაზდებში განიხილება კვლავ? ტიპი უკვე 28 წლისაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 სექტემბერი 2019 21:07
    3
    სტერლინგი არა ვინისიუსი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued