"ბარსელონას" მოულოდნელი დიდი მიღწევა

"ბარსელონას" მოულოდნელი დიდი მიღწევა

დორტმუნდის "ბორუსიასთან" უგოლო ფრე, თუნდაც სტუმრად, "ბარსელონასთვის" განსაკუთრებით კარგი შედეგი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე აღმოჩნდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპონენტად, არც ისე დიდი ხნის წინ, სტაბილური დაცვა მიიჩნეოდა, მიმდინარე სეზონში კარი მშრალად პირველად შეინახა. 

"დორტმუნდთან" მატჩამდე "ბარსამ" 4 მატჩი ჩაატარა და სულ 7 გოლი გაუშვა. ლა ლიგის პირველ ტურში კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკთან" 0-1 დამარცხდნენ, ბოლო სამ ტურში კი რეგულარულად ორ ბურთს უშვებენ (5-2 "ბეტისთან", 2-2 "ოსასუნასთან", 5-2 "ვალენსიასთან"). 

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" 5-ზე ნაკლებ გოლს არ იტანს, სტუმრად გამარჯვებას კი ვერ ახერხებს. 

ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს მომდევნო მატჩი ისევ გასვლაზე ელის, ამჯერად "გრანადასთან", რომელიც სეგუნდა დივიზიონიდან ახლახანს დაწინაურდა, თუმცა "ბარსას" სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება. 

ასე რომ, კარის მშრალად შენახვის კომპლექსი უკვე მოხსნილია, ნავსის გატეხვას და სტუმრად სამი ქულის აღებას კი "ბარსელონა" 21 სექტემბერს, "ლოს კარმენესზე" ეცდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 18 სექტემბერი 2019 19:04
    0
    ლუის ენრიკეს ბარსა ბებრად უკეთესი და სანახაობრივი იყო რაც მთავარია მრავალმხრივი ვიდრე სირვალდე
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 სექტემბერი 2019 18:25
    2
    გუნდს რაღაც სჭირს გასვლით მატჩებში შეშინებულები გამოდია თითქოს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიხსნათ გასვლითი მატჩების კომპლექსი თორე შორს ვერ წავალთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2019 14:34
    3
    ციტატა: CHEPE
    ეგ არაფერი უფრო მოუმატებს ბარსა გასვლებზე თამაში უნდა დაამუღამონ თორე სულ ესე გამართლება ან უსახურად იქნება გუნდი მიდღემჩი..
    ან ბიჭო რაშუაშია სახლი და გასვლა მოტივაციით თუ გადიხარ გასვლაზეც დედას აუწიოკებ ნებისმიერს

    რაღაც ფსიქოლიგიური მონენტი აქვთ აშკარად ფეხბურთელებს, როგორ შეიძლება ამხელა განსხვავება იყოს სახლში თამაშის ხარისხში და გასვლითის ხარისხში, არარეალურია. მაგიტომ წავაგეთ ლივესთანაც და რომასთანაც, სახლში ორივეს მოვუგეთ. მაგრად უნდა იმუშაონ ამ საკითხზე თუ გვინდა რამე მ9ვიგოთ. ჩემპუონთა ლიგის პლეიოფებში სულ ვნატრობ მეორე თამაში იყოს ხოლმე სახლში და შარშან ვიცოდი გამოვვარდებოდით საპასუხო მატჩი რომ ლივერპულში გამოაცხადეს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე:(
    PIQUE 3
    სტუმარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2019 14:20
    8
    ყველა თამაში რო კამპნოუზე ჩაატარონ ყველას მოვიგებთ ჰანდიკაპით😁😁🖤🤣🙄