ერნესტო ვალვერდე: უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ვიწვალეთ
ერნესტო ვალვერდემ მედიასთან ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა "ბარსელონა" "დორტმუნდთან" მარცხისგან, აღებული თერთმეტმეტრიანით გადაარჩინა. გერმანული გუნდი მეორე ნახევარში დომინირებდა, რაც "ბარსას" მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე აღიარა.
შედეგზე
"შედეგი არის ის, რაც არის. ბევრი ვიწვალეთ და ამას ვაღიარებთ. მათ თამაში უფრო სახიფათოდ დაიწყეს და ჩვენ კი, დასკვნით ნაწილში, სივრცეების ათვისებას ვერ ვახერხებდით. მათ ჰქონდათ თერთმეტმეტრიანი, მოარტყეს ბურთი ხარიხას... შინ ისინი ძლიერები არიან, ეს გახსნითი მატჩი იყო და გაგვიჭირდა. იყო ბევრი მომენტი, როცა ბურთს მნიშვნელოვან ზონებში ვკარგავდით, ამის შემდეგ იყო 4 თუ 5 კონტრშეტევა, მაგრამ გაგვიმართლა და მარკიც შესანიშნავი იყო. როდესაც მატჩის ბოლოსკენ ჩვენ ვდომინირებდით, მომენტების შექმნა მაინც გვიჭირდა." - ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს As.
ტერ შტეგენის სეივზე
"ლა ლიგაში, ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ძალიან ბევრს გვიტევენ. კარგია, რომ ის ჩვენი მეკარეა. იგი კარგია და დღესაც შესანიშნავი იყო."
მესიზე
"ის ზუსტად იმ მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც ნებისმიერი ფეხბურთელი იქნებოდა, რომელსაც არ ჩაუტარებია პრე-სეზონი და თანაგუნდელებთან სულ მხოლოდ ოთხჯერ თუ ხუთჯერ ივარჯიშა. რთული მუშაობის შედეგად ის დაბრუნდა თამაშში, რომელიც დაწყებული იყო. ეს მისი პირველი თამაში იყო, ასევე სრულად ითამაშა ლუის სუარესმაც. ეს პირველი ნაბიჯია, რადგან ჩვენ გვჭირდება თავდასხმაში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შეთამაშებულები არიან."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]