ტერ შტეგენი: ვგრძნობდი, რომ თერთმეტმეტრიანს ავიღებდი

  • 18-09-2019, 13:28
  • ტერ შტეგენი: ვგრძნობდი, რომ თერთმეტმეტრიანს ავიღებდი

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონას", მარკო როისის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანის მოგერიებით, ფრე შეუნარჩუნა. ეს ყველაფერი სამშაბათს, ღამით, ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში მოხდა, რომელიც "დორტმუნდის" წინააღმდეგ გაიმართა.

    "დორტმუნდს" უამრავი შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ გერმანელმა მეკარემ "სიგნალ იდუნა პარკი" "ბარსას" 1 ქულით დაატოვებია.

    "მათ ბევრი რეალური მომენტი ჰქონდათ," - განაცხადა მატჩის შემდგომ ინტერვიუში ტერ შტეგენმა, რომლის სიტყვებსაც Marca ციტირებს.

    "ჩვენ არ ვიყავით კარგად ორგანიზებულნი. ამისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც მათ გააჩნიათ. ერთი ქულის მოპოვებით ბედნიერი ვარ."

    "თერთმეტმეტრიანი? ამის განსაზღვრა რთულია, რადგან როისი ყოველთვის იცვლება. ვგრძნობდი, რომ ბურთს მარცხენა კუთხრეში გაგზავნიდა და ბედნიერი ვარ, რომ ის მოვიგერიე."

    ტერ შტეგენის გუშინდელი თამაში გვიბიძგებს განვაახლოთ დებატები, თუ ვინ უნდა იყოს გერმანიის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე. ტერ შტეგენი იმედგაცრუებულია მანუელ ნოიერის პოზიციის შენარჩუნებით მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" მეკარე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

    "ხალხმა იცის, თუ რისი გაკეთება შემიძლია," - დაამატა მან.

    "მე მჯერა საკუთარი თავის და დღეს ეს ამის დამტკიცების საშუალება მომეცა."

    გარდა ამისა, ტერ შტეგენი რეალურად უყურებს იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა შორს იყო იმისგან, რასაც "ბარსელონა" საკუთარი თავისგან ელოდა.

    "ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ რაღაც ასპექტებში უნდა მოვუმატოთ." - დაამატა ტერ შტეგენმა.

    "ჩვენ 1 ქულა მოვიპოვეთ და ვფიქრობ ეს ორივე გუნდისთვის სამართლიანია."

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kortoxa23 ფანი [?]

    18 სექტემბერი 2019 19:06

    შტეგენი ბოლო წლებია ბარსელონას უკანახაზში ყველაზე საიმედოა

    1
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 სექტემბერი 2019 16:27

    მაგარი ხარ შტეგო ძაან მაგარი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    18 სექტემბერი 2019 16:23

    ლენგლე ძაან დირკაა პოზიციურად. ეეჰ უმტიტი რა ფორმაში იყო...

    0
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    18 სექტემბერი 2019 16:01

    უმაგრესი ხაარ.გუშინამის სეივები როარა არვიცი რა ანგარიშით წავაგებდით

    2
    გასულია
    ini888 Culé [?]

    18 სექტემბერი 2019 13:52

    წარმატებები როგორც კლუბში ასევე ნაკრებში. მინდა გამოვეხმაურო ორ რაღაცას და ჩემი აზრი ვთქვა პირველი გრიზმანის მოყვანას მბაპე მოეყვანათო დაიწერა. თან (გრიზმანი არარის კლასნი იგროკიო) პსჟ ნეიმარი არ გამოუშვა და მბაპეზე არც განიხილავდნენ შეთავაზებას. თან გრიზმანი დაცვაშიც ეხმარება ნახევარდაცვაშიც და თავდსხმაშიც მბამპე მაგას ვერიზავს. მეორე ვალვერდე დაიცვა რამოდენიმემ. მწვრთნელის საქმე რაარის აარჩიოს ძირითადის ფეხბურთელები და თუ გუნდი ვერ თამაშობს შეცვალოს რამოდენიმე ფეხბურთელი და თამაში გამოასწოროს. ფორმაში არარიან ფეხბურთელებიო დაიწერა. დავიჯერო 23 კაციდან ნახევარი გუნდი საშუალო ფორმაშიც არარის? ვალვერდეს ბარსელონა მითუმეტეს გასვლით შეხვედრებში ჩამოყალიბდა გუნდათ 90 წუთი თამაშობს ერთ დონეზე უსაზიზღრესათ.

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge