ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

  • 17-09-2019, 18:25
  • ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

    ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონი, "ბარსელონასთვის", ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
    მეტოქე: " დორტმუნდის "ბორუსია"

    სტადიონი: "სიგნალ იდუნა პარკი"

    ყოფილი "ბარსელონელი" შემადგენლობაში: პაკო ალკასერი

    ბოლო შეხვედრა

    "ბარსელონა" და "ბორუსია" ერთმანეთს ოფიციალურად ბოლოს 22 წლის წინ დაუპირისპირდნენ. 1997 წლის 8 იანვარს უეფას სუპერ თასის ფინალის პირველ შეხვედრაში "ბლაუგრანამ" ლუის ენრიკესა და რივალდოს გოლების წყალობით 2:0 იმარჯვა. განმეორებითი თამაში კი 1:1 დასრულდა.

    საინტერესო სტატისტიკა

    "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 14 შეხვედრაში არ წაუგია (10 მოგება. 4 ფრე), ხოლო ტურნირის ამ ეტაპზე გამართულ ბოლო 28 შეხვედრაში ერთადერთი მარცხი იწვნია "მანჩესტერ სიტისთან" 2016 წლის ნოემბერში (1:3).

    საინტერესოა, რომ "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო. (2 მარცხი, 4 წაგება).

    ყოფილ "ბარსელონელ" პაკო ალკასერს ამ სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი, რაც რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ (7) საუკეთესო მაჩვენებელია.

    აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი თავიანთ ჩემპიონატებში საუკეთესო გამტანები არიან. "ბარსელონას" ლა ლიგაში 12 გოლი აქვს გატანილი, "ბორუსიას" კი, ბუნდესლიგაში 13.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bussi წევრი [?]

    17 სექტემბერი 2019 19:33

    2 ფრე ალბათ

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge