ანსუ ფატი - ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე

ანსუ ფატი - ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებიდან ის 10 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებსაც წლის აღმოჩენა მოთამაშის წოდების მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

ჩამონათვალში ყველაზე ახალგაზრდა "ბარსელონას" 16 წლის შემტევი ანსუ ფატია, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, პირველ ადგილზე გასულიყო. Bleacher Report-ის ცნობით, გვინეა-ბისაუელი ტალანტისგან გაბრწყინება ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი.

ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. ანსუ ფატი, ბარსელონა, შემტევი ნახევარმცველი, 16 წლის
  2. სერჟინო დესტი, აიაქსი, მარჯვენა მცველი, 18 წლის
  3. ერლინგ ჰაალანდი, ზალცბურგი, თავდამსხმელი, 19 წლის
  4. ფლორენტინო ლუისი, ბენფიკა, ცენტრალური ნახევარმცველი, 20 წლის
  5. ლისანდრო მარტინესი, აიაქსი, ცენტრალური მცველი, 21 წლის
  6. დომინიკ სზობოსზლაი, ზალცბურგი, ნახევარმველი, 18 წლის
  7. სტეფანო სენსი, ინტერი, ნახევარმცველი, 24 წლის
  8. დანი ოლმო, ზაგრების დინამო, გარემარბი, 21 წლის
  9. ტომაშ სოუჩეკი, სლავია, საყრდენი ნახევარმცველი, 24 წლის
  10. ნორდი მუკიელე, ლაიპციგი, ცენტრალური/მარჯვენა მცველი, 21 წლის

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 17 სექტემბერი 2019 20:03
    5
    არ გათვალოთ !
    Mas que un club
    სტუმარი [?]
    #1 17 სექტემბერი 2019 19:24
    5
    მიდი პატარავ მიაწექი