რამდენს გამოიმუშავებს როდრიგო მესი ანსუ ფატის პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში

რამდენს გამოიმუშავებს როდრიგო მესი ანსუ ფატის პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში

ლეო მესის ძმა რომ ანსუ ფატის მრჩეველია, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ახლახანს კი ის ფინანსური დეტალები გახდა ცნობილი, რომელთა თანახმადაც, პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში, არა მხოლოდ ფატი, არამედ როდრიგო მესიც იხეირებს.

კატალონიური ტელეგადაცემის, Club de la Mitjanit-ის ინფორმაციით, როდესაც ანსუ ფატი პირველ გუნდში დაწინაურდება, მისი წლიური ანაზღაურება მილიონი ევრო გახდება, მისი აგენტი როდრიგო მესი კი, ერთჯერადად, 700 ათას ევროს მიიღებს. პირველ გუნდში 3 წლის გატარების შემდეგ, ფატის ხელფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 18 სექტემბერი 2019 01:55
    1
    ზატო რაიოლა ვერ წამოეპარება. თორე მესის ძმა ესვრის ეგრევე :D
    Culé [?]
    #1 17 სექტემბერი 2019 20:46
    14
    ყველა ფულს აკეთებს ქართველების გარდა ( პატიოსნად ოღონდ), მაინც რას ნიშნავს განათლების უდაბლესი დონე რომ არის ქვეყანაში