"დორტმუნდი" - "ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"დორტმუნდი" - "ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

ლიონელ მესი "დორტმუნდთან" წინააღმდეგ მატჩისთვის განაცხადშია შეყვანილი, თუმცა ერნესტო ვალვერდეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ითამაშებს იგი თუ არა.


ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილმა ტაქტიკოსმა დააზუსტა, რომ მესის დაბრუნება "სიგნალ იდუნა პარკზე" მატჩამდე მცირე ხნით ადრე გადაწყდება.


"თამაშის წინ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა მესი." - ვალვერდეს სიტყვებს "ბარსელონას" პრესკონფერენციიდან Marca ციტირებს.


"რამდენიმე დღით ადრე ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებულები, მაგრამ ბოლო ვარჯიში კარგად ჩატარდა და ის იმ ტკივილს აღარ გრძნობს, რომელიც ჰქონდა."


"იგი გაუმჯობესდა, თუმცა თამაშის წინ ყველაფერი ნათელი იქნება."


თუ ანსუ ფატის დებიუტი გერმანიაში შედგება, იგი იქნება "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია, თუმცა ვალვერდეს დაჟინებული აქვს, რომ მას მხოლოდ ტაქტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.


"მე მასთან ბევრი არ მისაუბრია, თუ არ ჩავთვლით ტაქტიკურ მიზნებს," - დაამატა მან.


"არ მიყვარს რჩევების მიცემა, მაგრამ მე მას მაინც გავესაუბრები."


"მას ყველა კარგად ეპყრობა."


"ჩვენ ვნახავთ ითამაშებს ის თუ არა, და თუ ითამაშებს, ეს არა რეკორდის დამხობისთვის, არამედ გუნდის დასახმარებლად მოხდება."


55 წლის სპეციალისტმა წინა წელს "ლივერპულთან" გამოვარდნა გაიხსენა და ფეხბურთელებს წარსული დავიწყება და მომავალზე ფოკუსირება ურჩია.


"წინა წელს ჩვენ 8 თუ 9 თამაში მოვიგეთ, 1 წავაგეთ და ფინალში ვერ გავედით," - აღნიშნა ვალვერდემ.


"ფინალში გასულმა ორივე გუნდმა ჩვენზე მეტი თამაში წააგო."


"10 წუთის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რადგანაც შეცდომები ძვირად ფასობს."


"იმავე მიზეზით ერთ დღეს შეიძლება მოიგო, მეორე დღეს კი წააგო."


"მნიშვნელოვანია ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ეს ახლა წარსულს ეკუთვნის. ახლა კი მომავლის დროა."


"ფეხბურთი ახალ შანსს ყოვლეთვის გაძლევს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lasha_barcelonichi
    სტუმარი [?]
    #6 17 სექტემბერი 2019 13:24
    0
    ეეეეს გაუშვით რაააააააა ტატა მარტინო დაააააბრუნოთ ისევ ჯობია ამას :D :D სუფთა ნაცნობობოით შესმული მწვრთნელია წადი ბიჯოო წადიიიიიიი
    Romarioo
    სტუმარი [?]
    #5 17 სექტემბერი 2019 12:02
    6
    "არ მიყვარს რჩევების მიცემა, მაგრამ მე მას მაინც გავესაუბრები."-ამას რომ მწვრთნელი იტყვის იმ ახალგაზრდა ფეხბურთელზე რომელსაც ახლა სჭირდება მწვრთნელისგან რჩევები და სწორი განვითარება ვფიქრობ რომ თავში რაღაც ჭანჭიკი კარგად არ აქვს მოჭერილი.
    დემბელეზე საუბარი მიდის და ვიტყვი მეც ერთ-ორ სიტუვას.შეიძლება ფეხბურთელი უნიჭიერესი იყოს,მაგრამ თუ სპორცმენი დისციპლინაში მოიკოჭლებს და ამ საკითხს აგდებით უყურებს ის ვერასოდეს დადგება მაღალი დონის ფებურთელი.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #4 17 სექტემბერი 2019 11:55
    2
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: Andres_Iniesta
    თავს იპრავებს ორივე ფინალისტმა ჩვენსე მეტი წაგება აქვსო???

    აუუ შე პიტალო დროზე წაეთრიე გუნდიდან

    ციტატა: M10 S9 D11
    არტური ბუსკეცი დე იონგის ტრიო დააყენე დღეს ცენტრში თორე დედას მიგიცენზურებ

    პ.ს. ეს პიტალოა ხო? არ მიყვარს რჩევების მიცემაო რო ამბობს აბა ტრენერმა თუ არ მისცა რჩევა ფეხბურთელს ვინ უნდა მისცეს ხო ვამბობ დემბელეს პრობლემა ვალვერდეათქო

    ფატის რატო არ აქვს იგივე პრობლემა?

    დემბელეს პრობლემა ნაკლები მონდომებაა და ამაზე დეშამსაც ბევრჯერ უთქვამს.

    აპრავებენ ძმა მაგ დემბელეს მეტი არაფერი😃😃 უარგისი რომ არის და გამოუსადეგარი კი ეტყობა 3წელია უკვე ესეა და 22 წლის ბიჭს 16 წლის ღლაპი რომ დაგიაბგონებს მაგას უფრო სიღლევე ქვია და არა სიზარმაცე😏😏
    კოუტინიო თუ გაუშვეს ამასაც გაუშვებენ წელს რადგან უკვე ფსონს ფატიზე ჩამოდიან და დიდ იმედს მასზე დაამყარებენ ეხლაც ამყარებენ რათქმაუნდა..
    აგერ მალე ნაკრებში წავა იქ გამოცდილებას მიაღებინებს მსოფლიოზე თამაში. მერე დაგვიბრუნდება და ბარსა ისე არ გაჩერდება ტრამვა როარ მიიღონ წინაღაზში ისევ დემბელე დაილეწება ხან სუას შეცვლის როტაციაში და ასე ხან ძირითადიდან დაიწყებს გრანადებთან და ეიბარ ალავესებთან აგერ ვალენსიას დონის კლუბთან იფრინა და არც ეგ გამიკვირდება სევილია რეალი ატლეტიკო ვილიარელებთანაც ათამაშონ მეორე წრეში

    მთლად შენნაირად უიმედოდ არ ვუყურებ დემბელესს. ნიჭიერია , მაგრამ ბალოტელიც ნიჭიერი იყო მარა ხასიათმა შეუშლაა ხელი და ახლა სადაცაა ჩემზე კარგარ იცი .

    ანსუს კიდე რაც შეიზლება მეტი დრო. ალბათ სუას გაიყვანს ხოლმე მეორე ტაიმში გრიზმანი გადმოვა ფორვადად და მარცხცნივ ფატის დააყენებს. მე პირადად მირჩევნია ფატის მიეცეს დრო ვიდრე დემბელეს.
    დემბელემ ვერ გაამართლა ფაქტია.
    ტრენერი არ ყავს მონდომება თუ ზედმეტად ზრუსტალაა არ ვიცი მარა ვერ ამართლებს და ჰა...


    ისე ზიდანმა თქვა ადრე 9 ზე გვიან არ დამიძინიაო არასდროსო.
    სპორცმენი რო ხარ თავს უნდა მოუარო. და კარიერის დასაწყისში რო ***ბებს აკეთებ ბოლოს როგორც დაამთავრებს თვითონაც იცის. ან თუ არ იცის უთხრან..
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 17 სექტემბერი 2019 10:42
    3
    თავს იპრავებს ორივე ფინალისტმა ჩვენსე მეტი წაგება აქვსო???

    აუუ შე პიტალო დროზე წაეთრიე გუნდიდან

    ციტატა: M10 S9 D11
    არტური ბუსკეცი დე იონგის ტრიო დააყენე დღეს ცენტრში თორე დედას მიგიცენზურებ

    პ.ს. ეს პიტალოა ხო? არ მიყვარს რჩევების მიცემაო რო ამბობს აბა ტრენერმა თუ არ მისცა რჩევა ფეხბურთელს ვინ უნდა მისცეს ხო ვამბობ დემბელეს პრობლემა ვალვერდეათქო

    ფატის რატო არ აქვს იგივე პრობლემა?

    დემბელეს პრობლემა ნაკლები მონდომებაა და ამაზე დეშამსაც ბევრჯერ უთქვამს.
    Culé [?]
    #2 17 სექტემბერი 2019 10:36
    1
    "არ მიყვარს რჩევების მიცემა"

    ამის საქმე ცუდადაა, wink
    ძალიან მაგარი ფსიქოლოგი სჭირდება, თუ მანამდე საერთოდ არ გაუბერა.. angry
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 სექტემბერი 2019 10:19
    5
    არტური ბუსკეცი დე იონგის ტრიო დააყენე დღეს ცენტრში თორე დედას მიგიცენზურებ

    პ.ს. ეს პიტალოა ხო? არ მიყვარს რჩევების მიცემაო რო ამბობს აბა ტრენერმა თუ არ მისცა რჩევა ფეხბურთელს ვინ უნდა მისცეს ხო ვამბობ დემბელეს პრობლემა ვალვერდეათქო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued