რაკიტიჩმა საკუთარი მაისური გულშემატკივარს მისცა

  • 15-09-2019, 20:35
  • რაკიტიჩმა საკუთარი მაისური გულშემატკივარს მისცა

    ივან რაკიტიჩის მდგომარეობა რთულია, რაც "ბარსელონაში" ფრენკი დე იონგის გადმოსვლითაა განპირობებული. ხორვატ ფეხურთელს ამ სეზონში თამაში სასტარტოდან ჯერ არ დაუწყია.

    მიუხედავად ამისა, გულშემატკივრებს ივანი მაინც უყვართ. როდესაც 31 წლის ფეხბურთელმა "კამპ ნოუზე" ფრენკი დე იონგი 70-ე წუთზე შეცვალა, მთელი მოედანი მას აპლოდისმენტებითა და ტაშით შეხვდა.

    ფეხბურთელისთვის ასეთი დახვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. თამაშის შემდეგ იგი ტრიბუნებს მიუახლოვდა, სადაც გულშემატკივარს, რომელიც მის სახელს გაიძახდა, ბუცები და მაიკა აჩუქა.

    რაკიტიჩის სიტუაციაზე კომენტარი ერნესტო ვალვერდემაც გააკეთა:

    "რაკიტიჩი? არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი გულნატკენია. თუ რაკიტიჩი არ თამაშობს, იმავე მიზეზებით არ თამაშობს არტური, ალენია, სერჟი რობერტო ან ბუსკეტსი..." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Mundo Deportivo.

    "ეს წელი იქნება კითხვებით სავსე, მაგრამ იმ კონკურენციის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს, ეს ნორმალურია."

    "ბევრი პოზიცია უფრო მეტადაა გადატვირთული, ვიდრე დანარჩენი, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემას დროთა განმავლობაში, როტაციებით მოვაგვარებთ."

    ვალვერდემ რაკიტიჩი "ოსასუნასთან" და "ბეტისთან" საერთოდ არ ათამაშა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ იგი წასვლასთან ახლოს იყო. საბოლოოდ, 31 წლის ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" დარჩა. იგი "იუვენტუსთან" იყო დაკავშირებული. ძველ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასზე მოლაპარაკებები იანვარში გაგრძელდება.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ფარნა წევრი [?]

    16 სექტემბერი 2019 14:04

    ციტატა: Andres_Iniesta
    არადა რაკეტა პსჟსთვის იდეალურია.

    რატო არ წავიდა ვერ ვხვდები.
    ითამაშებდა უეჭველი.

    ხელფასიც საკაიფოდ ექნებოდა,

    იმიტომ არ წავიდა რომ ის ბარსას ერთგულია არსად წასვლა არ უნდა არც კონკურენცია აშინებს დე იონგი ფანტასტიკურია მარა რაკიტიჩის გამოცდილება უფრო მეტია ჯერ ადაპტაციაც კარგად არ გაუვლია ფრენკს და ტრავმის რისკი მაღალია ამიტომ საჭიროა რაკიტიჩი ზის სკამზეც და სასტარტოც იწყებს ხოლმე 31 წლისაა დიდი დიდი 4 წელი გაქაჩოს კიდე მერე დაამთავრებს კარიერას

    1
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    15 სექტემბერი 2019 20:57

    არადა რაკეტა პსჟსთვის იდეალურია.

    რატო არ წავიდა ვერ ვხვდები.
    ითამაშებდა უეჭველი.

    ხელფასიც საკაიფოდ ექნებოდა,

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge