ვალვერდე: ჩვენთვის სულერთი უნდა იყოს თუ სად ვთამაშობთ, ყველგან უნდა მოვიგოთ

  • 15-09-2019, 14:35
  • ვალვერდე: ჩვენთვის სულერთი უნდა იყოს თუ სად ვთამაშობთ, ყველგან უნდა მოვიგოთ

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლა ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ, რომელიც "ვალენსიასთან" გუნდმა 5-2 იმარჯვა, კომენტარი გააკეთა.

    "მთავარი შთაბეჭდილება არის ის ჟინი, რომლითაც გუნდი უტევდა და გატანას ცდილობდა. ბევრ ეპიზოდში ჩვენ გოლის გაშვება შეგვეძლო, რადგან ძალიან ბევრს სივრცეს ვაძლევდით მათ, ხოლო "ვალენსიას" რიგებში ბევრი სწრაფი ფეხბურთელია. ჩვენ ვუტევდით და კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ," - ვალვერდეს სიტყვებს Marca ციტირებს.

    "იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი არაა მარტივი. ფატი მუდმივად კონცენტრირებულია და საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს. სიგიჟეა, როცა პირველივე შეხებით გოლს იტან, მეორეთი საგოლე გადაცემას აკეთებ, ხოლო მესამეთი თითქმის მეორეც გაგაქვს. თუ ის ასეთ ტემპებში გააგრძელებს, მაშინ ძალიან დაგვეხმარება."

    "როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მსურს, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე მომზადებულები გამოვიდნენ. ფატის დებიუტი ახალგაზრდობაში ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად გამოსდის. კარლეს პერესმა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო, რადგან გუნდისთვის ასე იყო საჭირო. ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე გვგონია."

    "მესისა და ფატის შედარებებზე არ ვღელავ. ეს შეიძლება გამოვიდეს, როგორც ბუშტი გადამეტებული ჟანგბადით, რომელიც შეიძლება გასკდეს."

    "ალენიამ პირველ ტურში სასტარტოდან დაიწყო. ბოლო თამაშებზე ის მოედანზე არ გამოსულა, რადგან გუნდში კონკურენცია ძალიან დიდია. ნებისმიერი ფეხბურთელი მიიღებს საკუთარ წუთებს, რადგან არსებობს განსხვავებული სიტუაციები. ჩვენ მასზე იმედებს ვამყარებთ, რადგან მას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია."

    "ჩვენთვის სულერთი უნდა იყოს რომელ მოედანზე ვთამაშობთ. უნდა ვეცადოთ ერთი ადგილად მორეზე გადასასვლელად და ვაკეთოთ ერთი და იგივე - მოვიგოთ." - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    buka971 წევრი [?]

    15 სექტემბერი 2019 16:09

    იმედიაა ვალოდია მიხვდი ვინ უნდა იდგეს ბარსელონას ცენტრში ;) ეს არის ის ბარსელონა რომელსაც შეუძლია სამივე ტიტულისთვის იბრძოლოს!

    6
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    15 სექტემბერი 2019 15:31

    მერე შეჩემალალაა მასე თუ ფიქრობ ის ორი წელი გაათამაშეე??? ამა რომ წელს სუპერ შემტევი ფეხბურთი ათამაშოს გუნდს გასვლაზეც და სახლშიც ხოო უნდა გადაარტყა თავში ის 2 წლის სირცხვილი..
    ახლა ასე ფიქრობს და გუნდს არადუნებს ანუ ხომ შეეძლო მეორე ტაიმში დაცვაში დამდგარიყო გუნდი და უსახურად ეთამაშა მაგრამ არა შეტევაზე იყო კონცენტრირებული და ვალენსიას დაუმალა თითქმის ბურთი ერთი ძაან იწეოდნენ წინ და მიტომ რჩებოდა სივრცე ვალენსია კიდე კონტრის გუნდია

    1
    გასულია
    D10S წევრი [?]

    15 სექტემბერი 2019 15:00

    gushin me valverdes yvelaze kai tamashi vnaxe barselonati ... es iyo vabshe 3 sezonis tamashi .minimum ese tu gaagrdzeleb kaci iqnebi

    6
    გასულია
    Kakiashvili წევრი [?]

    15 სექტემბერი 2019 14:55

    [quote=M10 S9 D11]იმედია დორტმუნდთან არტური ბუსკეცი დე იონგის ტრიოს დააყენებ და რაკიტიჩს არ გააკვეხებ სასტარტოში[/quote
    ამან თუ ვერ დაინახხა რას შვებოდნენ დახევარმცველები მთელი თამაში საღოლ ძმაო,წესით უეჭველად ეს ნახევარდაცვა უნდა გვყავდეს.

    6
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 სექტემბერი 2019 14:50

    იმედია დორტმუნდთან არტური ბუსკეცი დე იონგის ტრიოს დააყენებ და რაკიტიჩს არ გააკვეხებ სასტარტოში

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge