გუდიონსენი: ნეიმარი "ბარსელონას" მესის სამუშაოს შესამსუბუქებლად სურდა

გუდიონსენი: ნეიმარი "ბარსელონას" მესის სამუშაოს შესამსუბუქებლად სურდა

"ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ეიდურ გუდიონსენი ფიქრობს, რომ ნეიმარის ტრანსფერით მესი დატვირთვისგან გათავისუფლდებოდა, არგენტინელს შესატევად მეტი დრო და სივრცე ექნებოდა. ისლანდიელი მიესალმებოდა ბრაზილიელის კლუბში დაბრუნებას და თვილს, რომ ნეიმარი სუარესსა და მესისთან ერთად უძლიერეს ტრიოს შექმნიდა.

"ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ეძებს ისეთ მოთამაშეს, რომელიც მესის მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს. სხვა ფეხბურთელები მეტოქეთა ყურადღებას გადაიტანდნენ, ხოლო როგორც კი მესის თვალს მოაცილებ, ის აუცილებლად გაგიტანს. გარკვეული პერიოდი, სანამ სუარესი და ნეიმარი მოვიდოდნენ, მთელი ყურადღება მესიზე იყო მიპყრობილი, მას უწევდა ყველაფრის კეთება. მათი მოსვლის შემდეგ ლეო უფრო გათავისუფლდა. შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული შემტევი სამეული საუკეთესო იყო "ბარსელონასა" და თანამედროვე ფეხბურთში."

როდესაც გუდიონსენი "ბარსელონას" შეუერთდა ლიონელ მესი მხოლოდ 18 წლის იყო. თუმცა მას საკუთარი თავის საკვანძო მოთამაშედ დამკვიდრება უკვე დაწყებული ჰქონდა.

"ეჭვგარეშე მე ვიცოდი, გასახდელშიც ყველამ იცოდა. მარტივად შეგეძლო დაგენახა, რომ ეს ბიჭი (მესი) გამორჩეული იყო. ის ყოველ დღე უკეთესი ხდება. მესის ასაკი მოემატა და ისეთი სწარფი ვეღარ არის, მაგრამ იგი უფრო ჭკვიანი გახდა. ის შესაძლოა უფრო მოედნის სიღრმეში თამაშობდეს, მაგრამ შეხედეთ სტატისტიკას: ყველაზე ცუდ სეზონზე 30+ გოლი. ეს წარმოუდგენელია."

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ მესის და მიიღებ მასგან საუკეთესოს. შენ აყალიბებ მის გარშემო გუნდს და ფეხბურთელებს აცნობიერებინებ, რომ არგენტინელისთვის შავი სამუშაო გააკეთონ. ის ყოველთვის მისცემს თქვენს გუნდს საშუალებას თამაშის მოგებისა." - ციტირებს გუდიონსენის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.