„ბარსელონა“ - „ვალენსია“ (პრევიუ)

  • 13-09-2019, 23:34
  • „ბარსელონა“ - „ვალენსია“ (პრევიუ)

    ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონები პრინციპულ შეხვედრას საკადრო პრობლემებითა და არასახარბიელო სტარტით ეგებებიან, ხვალინდელი სტუმრები კი მცირე შოკში არიან მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ მარსელინო გარსია ტორალის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. წარმოგიდგენთ 14 სექტემბერს გასამართი დაპირისპირების მოკლე მიმოხილვას.

    • დაწყების თარიღი და დრო: 2019 წლის 14 სექტემბერი, 23:00
    • სტადიონი: "კამპ ნოუ"
    • არბიტრი: სანჩეს მარტინესი
    • განაცხადიტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ტოდიბო, არტური, სუარესი, ლანგლე, ვაგე, გრიზმანი, ალბა, ალენია, რობერტო, დე იონგი, ვიდალი, ფირპო, პენია, პერესი, ფატი.
    • დანაკლისი: ლიონელ მესი, სამუელ უმტიტი, ნეტუ, უსმან დემბელე, ნელსონ სემედუ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხვალინდელ მატჩში ლუის სუარესისა და ფირპოს მონაწილეობაც.
    • სავარაუდო შემადგენლობები 
      ბარსელონატერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; პერესი, სუარესი, გრიზმანი (4-3-3).
      ვალენსია: სილესენი; ვასი, გარაი, დიაქაბი, გაია; გედეში, კოკლენი, პარეხო, ტორესი; მორენო, გამეირო (4-4-2).
    • ფეხბურთელები, რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ: "ბარსელონას" ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა ლა ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
      "ვალენსიას" ლიდერმა, დანიელ პარეხომ თავისი გუნდის ბოლო მატჩში საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ამასთანავე, გასულ სეზონში მან "კამპ ნოუზე" ვიზიტი გატანილი თერთმეტმეტრიანით დააგვირგვინა.
    • წინა სამ თამაშში ორივე გუნდმა 4 ქულა დააგროვა, მაგრამ "ბარსელონამ" 4-ით მეტი გოლის გატანა მოახერხა. 

    ურთიერთშეხვედრები

    ბომბარდირთა საუკეთესო ათეული

    როგორ დასრულდება ხვალინდელი შეხვედრა?

    ბარსელონა გაიმარჯვებს - 18 (85,71%)
    85,71%
    ვალენსია გაიმარჯვებს - 1 (4,76%)
    4,76%
    ფრე - 2 (9,52%)
    9,52%
    თეგები: ვალენსია

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - გუშინ, 00:25

    სემედუ დანაკლისშიც წერია, განაცხადშიც და სავარაუდო შემადგენლობაშიც.

    4
    გასულია

    2 - გუშინ, 00:04

    უეჭველი მოსაგები იგრაა უეჭველი სუამ ძირითადიდან უნდა დაიწყოს ყველა ვარიანტში

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 13 სექტემბერი 2019 23:40

    -----------------ტერ შტეგენი--------------
    სემედო---პიკე----ლენგლე-----ალბა-
    ---------ბუსკეცი----------დე იონგი------
    ------------------არტური------------------
    -------ფატი-----------------გრიზმანი-----
    -----------------პერეზი----------------------

    შეცვლაზე :
    ფატი-ალენია
    ბუსკეცი-ვიდალი

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი