ინტერვიუ ხავიერ ვილაჯოანასთან

  • 13-09-2019, 23:57
  • ინტერვიუ ხავიერ ვილაჯოანასთან

    ხავიერ ვილაჯოანა სამოყვარულო ფეხბურთისა და "ლა მასიის" აკადემიის პასუხისმგებელი დირექტორია. იგი ოთხი ხარისის მფლობელია და ამჟამად მეხუთის მიღებაზე მუშაობს. ის ერთადერთი ადამიანია კლუბის ისტორიაში, რომელიც იყო პროფესიონალი, როგორც ფეხბურთში ("ბარსა C" ), ასევე ფუტზალში. წარმოგიდგენთ SPORT-ის ინტერვიუს ვილაჯოანასთან.

    იყავით მომხრე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარის შეძენის?

    "სპორტული თვალსაზრისით დიახ. ეჭვგარეშეა."

    მიუხედავად იმ ყველაფრისა, რა გზითაც მან კლუბი დატოვა?

    "ნათელია, რომ არავის მოსწონს ის გზა, რომელიც მან კლუბიდან თავის დროზე წასასვლელად აირჩია. თუმცა უნდა დააფასო, რომ მან ყველაფერი სცადა დასაბრუნებლად. "

    იქნებოდით ერთ დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტი?

    "სეზონური ბილეთების მფლობელი რომელი გულშემატკივარი არ იოცნებებდა ამაზე?"

    უხერხული არ იქნება თქვენთვის, თუ აღიარებთ, რომ პეპ სეგურას მუშაობა არ მოგწონდათ?

    "ეს არც დამიმალავს."

    რატომ?

    "მე არ ვამბობ, რომ პეპ სეგურას ჩვენი მოდელის არ სჯეროდა, მაგრამ იგი ფიქროდა, რომ სხვა ტიპის ფეხბურთელის შეიძლებოდა ამას მორგებოდა. ეს კი აკადემიისთვის კარგი არ იქნებოდა.

    შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ?

    "ასაკობრივ კატეგორიებს შორის კავშირი არ არსებობდა, ამან კი თითქოს ერთმანეთს მოყვიტა ისინი."

    საბოლოოდ ბართომეუმ თქვენ აგირჩიათ.

    "სეგურას მუშაობას პირველ გუნდთან უარყოფითად არასდროს ვაფასებდი. პრობლემა აკადემიაში იყო. მოტივაცია, რატომაც დაჟინებით ვცდილობდი ცვლილებების შეტანას, იყო არა მოდელი, არამედ ის, თუ როგორ მუშაობდა აკადემია. შეძულებელია ერთმა პიროვნებამ სრულად აკონტროლოს პირველ გუნდში მიმდინარე მოვლენები და ამავდროულად აკადემიის საჭიროებანი. ეს ორი განსხვავებული როლია."

    კლასიკად ქცეული თემა: რამდენი მოთამაშე მიდის აკადემიიდან პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებამდე?

    "მე ჭიქას ყოველთვის ნაევრად სავსედ აღვიქვამ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ვთავზაობთ კარგ სპორტულ პროექტებს, ფინანსურ ბაზას, რომელიც მზარდია ასაკის შესაბამისად. ერთადერთი, რაც არ შეგვიძლია, არის გარანტიის მიცემა, რომ ისინი პირველ გუნდში აუცილებლად ითამაშებენ.

    ჩავი საიმონსი?

    "ეს მარტივია. ის ფულის გამო წავიდა. ყველას აქვს უფლება არჩევანი გააკეთოს. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მიჭირს გავიგო, რატომ არიან მოწადინებულნი ამ ასაკში ფულის გამომუშავებაზე. ეს მოუთმენლობაა."

    რა იმედებს ამყარებთ მომავალზე?

    "ეს გამარჯვება ნიშანია, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და ფეხბურთელებიც სწორად ვითარდებიან. "

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - გუშინ, 13:58

    საიმონსის კარიერა ზუსტად მაქ მორჩა როცა პსჟ ში გადავიდა ფულის გამო.. არაფერი მისგან უკვე აღარ გამოვა

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი