მესის მორიგი რეკორდი

  • 13-01-2011, 00:56
  • მესის მორიგი რეკორდი

    ლეოს მესის სახელი ისტორიაში აუცილებლად დიდი ასოებით ჩაიწერება. ამ არგენტინელ ფეხბურთელს, ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ლეო მესის ინდივიდუალურად უკვე მოპოვებული აქვს ორი "ოქროს ბურთი", ანუ იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა, თუმცა იგი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. მისი ერა ეხლა იწყება. აქამდე "ოქროს ბურთი" ორჯერ ან მეტჯერ, შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ მოპოვებული:რონალდო, ვან ბასტენი, პლატინი, რუმინეგე, კიგანი, ბეკენბაუერი, კრუიფი და დი სტეფანო. ამ სიაში, ლეომ ყველაზე ახალგაზრდამ მოიპოვა "ოქროს ბურთი". იოჰან კრუფი 26 წლის იყო ეს პრიზი მეორედ რომ მოიგო. ვან ბასტენი 25 წლის. რუმინეგე და რონალდო 26 წლისანი. ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მიიღო, ეს იყო დი სტეფანო. მას "ოქროს ბურთი" მეორედ 33 წლის ასაკში გადასცეს.

    ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ, პელე, მარადონა, კრუიფი, დი სტეფანო და მესისაც აქვს შანსი მათ შორის მოხვედრის. პელეს და მარადონას "ოქროს ბურთი" არასოდეს აქვთ მოგებული, რადგანაც 1995 წლამდე, ეს ჯილდო მხოლოდ ევროპელი ფეხბურთელების წილხვედრი იყო. დი სტეფანომ ორჯერ მოიგო, კრუიფმა სამჯერ. ბეკენბაუერმა ორჯერ მოიგო, ხოლო ხუთჯერ საუკეთესო სამეული შევიდა. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ეს ჯილდო, რონალდოა. იგი 21 წლის ასაკში გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. საერთო ჯამში, მხოლოდ სამი ფეხბურთელია, რომლებაც ეს პრიზი სამჯერ მიიღეს, კრუიფი, პლატინი და ვან ბასტენი. არც ერთ მათგანს არ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა ევროპა აქვთ მოგებული ვან ბასტენს(1988) და პლატინის 1984). ლეო მესი მესამე არგეტინელი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. ლეოს დარად ეს შეძლეს, დი სტეფანომ და ომარ სივორიმ, თმცა არც ერთი მათგანი არ თამაშობდა არგენტინის ნაკრებში.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied