მესის გამორჩეული მომენტები კარიერაში: ოლიმპიური ოქრო

  • 12-09-2019, 16:08
  • მესის გამორჩეული მომენტები კარიერაში: ოლიმპიური ოქრო

    FourFourTwo-სთან ერთად ლიონელ მესი "ლევერკუზენისა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრების გარდა 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებსაც შეეხო.

    ოლიმპიური ჩემპიონატი, ფინალი, 2008 წლის 23 აგვისტო, არგენტინა - ნიგერია

    "სერჟიო აგუეროსთან ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს. ახალგაზრდობაში ერთად ბევრ დროს ვატარებდით, განსაკუთრებით, ეროვნულ გუნდში. ბეიჯინგში მოგზაურობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ნათელი წერტილია.

    ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ღონისძიებაა - გეძლევა შანსი მოუტანო შენს ქვეყანას ოქროს მედალი და იყო მონაწილე იმ მასშტაბური პროექტისა, რომელშიც სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებული ათლეტები მოღვაწეობენ.

    მთელი ტურნირი საოცარი იყო. ბრაზილიის ნაკრები 1/2-ფინალში 3:0 დავამარცხეთ - შესანიშნავად მოასპარეზე ძლიერი გუნდი. ასევე, მოვუგეთ ჰოლანდიასა და ნიგერიას. ორივე შეხვედრა ურთულესი გამოდგა. ფორმის პიკში უნდა ვყოფილიყავით, რათა პირველობა გვეზეიმა.

    დარწმუნებულები ვიყავით, რომ ოქროს მედლის მოგება შეგვეძლო. გუნდში ერთიანობა სუფევდა. დასაწყისიდანვე გვჯეროდა წარმატების".

    თეგები: ლიონელ მესი

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 12 სექტემბერი 2019 19:31

    რატო მაშინებთ რატო იწერება მესიზე ამდენი პოსტი ? :დ

    1
    --------------------
    We 61D it !

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი