რა სჭირს მესის?

  • 12-09-2019, 23:46
  • რა სჭირს მესის?

    ანტუან გრიზმანმა ცოტა ხანი უნდა მოიცადოს, რათა მესისთან თამაშის ოცნება აიხდინოს. Sport-ის ცნობებით, არგენტინელი ვარსკვლავის აღდგენითი სამუშაოები იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით და სამედიცინო შტაბმა მისი "ვალენსიასთან" თამაში გამორიცხა. უკეთეს შემთხვევაში, ფრანგ შემტევს ლუის სუარესთან თამაში შეეძლება, რომელიც დაბრუნების ფინალურ პროცედურებს გადის, რათა უქმეებისთვის მზად იყოს.

    მესის დაშავება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით

    ცნობილი გახდა, რომ მესი "ვალენსიასთან" თამაშს ვერ შეძლებს, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ხმაური, რომელიც გამოწვეულია კლუბისა და ფეხბურთელის მიერ, საჭიროა მაქსიმალურად განეიტრალდეს. სხვა საკითხია ოპტიმისტური მოლოდინები. ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, მაშასადამე საჭიროა სიფრხილე.

    რაც არ უნდა იყოს დაშავების მიზეზი, ეს "ბარსასთვის" უფრო დიდი იმედგაცრუებაა, რადგან მესის მარჯვენა ფეხი მანამდეც დაუზიანებია, რაც დიდხანს გრძელდებოდა. 5 აგვისტოს, განახლებულ შემადგენლობასთან მისი პირველი ვარჯიშის შემდეგ, მას ჯერ კიდევ არ ჰქონია დებიუტი. "ბილბაო", "ბეტისი" და "ოსასუნა", სამი თამაში და 6 კვირა გუნდის თილისმას გარეშე, რაც გულშემატკივართათვის მარადისობად იქცა.

    ძალიან მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება, სადაც "ბარსელონა" პირველ მატჩს "დორტმუნდის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რაც არგენტინელისთვის იქნება გამოწვევა, რათა იყოს მზად. სამშაბათი ახლოვდება და კვლავ არავის გააჩნია იმის გამბედაობა, რომ მოგვცეს გარანტიები, რადგანაც არავის სურს განმეორდეს ის, რაც მოხდა "ბეტისთან" მატჩამდე. მესიმ დისკომფორტი იგრძნო, მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ვალვერდემ ეს ყველაფერი კარგად აღნიშნა, როდესაც თქვა, რომ გარისკვა არაა საჭირო, როცა საქმე მესის ეხება.

    სუარესის სიტუცია ნიშნავს იმას, რომ "კამპ ნოუზე" ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. მან დაზიანება 16 აგვისტოს, "ბილბაოსთნ" მიიღო და მას მწვანე შუქს სავარაუდოდ პარასკევისთვის აუნთებენ.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    13 სექტემბერი 2019 11:54

    ერთერთ უცხოურ ბარსელონას ფან ფეიჯზე წავიკითხე, 99% ჭორია, მაგრამ მთლად რეალობასაც არაა აცდენილი, შეიძლება იყოს რაღაც სიმართლის მარცვალი.
    “მესის ტრავმა არ აქვს, იგი არ ითამაშებს სანამ ვალვერდე იქნებაო”
    ნეტა მართლა დაპრესოს ბართომეუ,იქნებ ასე მაინც გვეშველოს.

    3
    --------------------
    2007-∞ 🔵🔴
    საიტზეა

    13 სექტემბერი 2019 09:20

    მესის ნეიმარი ვერ უყიდეს და პროტესტს გამოთქვამს ალბათ საჯაროდ ხოარ იტყვიან აბა ყველაფერს


    ამ პროტესტმა არ დაგვაკარგვინოს თორე სხვას ეშველება

    1
    გასულია

    13 სექტემბერი 2019 08:36

    ყველაფერი ერთმანეთში აიხლართა... რაღაც ვერაა ისე... ძაან უსიამოვნო სიტუაციაა, საშინლად არმომწონს ეს ყველაფერი...

    9
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    გასულია

    13 სექტემბერი 2019 00:41

    ციტატა: AFRO
    ტიპი ავიჭრები ერთი მიწერს ფბ-ზე ვალვერდესი რა არ მოგწონსო და მე ვუთხარი დაცვითი სტილისაათქო და 3-0 რომ გაანაივებ ორჯერ ვისი ბრალიათქო და ასე მითხრა ბარსა როდის აკეთებს მასეო მინიმუმ 500 პასს აკეთებსო მეთქი ეჰჰ რაუნდა ველაპრაკოთქო თან ბარსას ფანია 🤦🏿‍♂️🤦🏿‍♂️🤦🏿‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️

    ვა ეგეთებიც არსებობენ ვინც ვალვერდეს იცავს? დდდდდ

    4
    გასულია

    12 სექტემბერი 2019 23:52

    მეგონა გავიგებდი რა ჭირს მესის.

    21

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied