იოჰან კრუიფი და „ლევანტე“ - ხანმოკლე ავანტიურა

  • 12-09-2019, 01:46
  • იოჰან კრუიფი და „ლევანტე“ - ხანმოკლე ავანტიურა

    "ლევანტე" მეორე ესპანური კლუბია, რომელშიც იოჰან კრუიფმა საფეხბურთო კარიერა გაატარა. ვალენსიელები სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში აღზევებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

    "მფრინავმა ჰოლანდიელმა" კარიერის "ბარსელონური" ეტაპი 1979 წელს დაასრულა და გადაწყვიტა "ლევანტეს" ელიტარულ დივიზიონში მოხვედრისთვის ბრძოლაში დახმარებოდა. ვალენსიელები, პრეზიდენტ ფრანსისკო აზნარსა და მწვრთნელ ენრიკე პერეს დიასთან ერთად, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ იოჰანის ტრანსფერი კლუბს გარკვეულ ფინანსურ სარგებელს მოუტანდა: მატჩების სწრებადობისა და შემოსავლების გაზრდა.

    ჰოლანდიელი ლეგენდის დებიუტი "პალენსიასთან" მატჩში, 1981 წლის პირველ მარტს შედგა. გარდა ფიქსირებული ანაზღაურებისა, კრუიფის შემოსავალი მოიცავდა ბილეთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ პროცენტსაც. როცა იოჰანმა კონტრაქტს ხელი მოაწერა ვალენსიური კლუბი სეგუნდას ლიდერთა სიაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი ბედის ბორბალი "ლევანტეს" საწინააღმდეგოდ დატრიალდა: გაქრა სტაბილურობა, დაიწყო ქულების უაზრო ფლანგვა. საბოლოოდ, თვის ბოლოსთვის გუნდის მწვრთნელმა, პერეს დიასმა, იგივე მაჩინმა, აღნიშნული თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად, პოსტი ხოაკინ რიფემ ჩაიბარა.

    "ლევანტეს" რიგებში გატანილი ორად ორი გოლი კრუიფმა აქტივში "ოვიედოსთან" შეხვედრისას ჩაიწერა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. მეორე ესპანური თავგადასავალი მალევე დასრულდა - იოჰანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, "აიაქსსა" და "ფეიენოორდში" გაინავარდა და საფეხბურთო კარიერა შეწყვიტა.

    "ალავესთან" გასამართი გასვლითი შეხვედრის დაწყებამდე კრუიფი ვალენსიაში დაბრუნდა. ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მან, "ლევანტეს" ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიტორიულ კლუბს ფინანსური დახმარება სთხოვა, რათა მოედანზე გამოსვლა მოეხერხებინა. ამ წინადადებაზე ბასკებმა უარი განაცხადეს.

    "ლევანტე" დარწმუნებული იყო, რომ შექმნილი პრობლემა კრუიფის ცოლის ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული. მაჩინმა ვალენსიური კლუბის მწვრთნელის პოსტი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დატოვა, თავად კოლექტივმა კი სეგუნდა დივიზიონის აღნიშნული გათამაშება მე-9 პოზიციაზე დაასრულა.

    სეზონის ბოლოს კრუიფს დაპირებულზე ნაკლები თანხა გადაუხადეს. სანამ "ლევანტე" ფეხბურთელებს ყიდდა და ფინანსურ დეტალებს აგვარებდა, რათა ჰოლანდიელის საკონტრაქტო პირობები დაეკმაყოფილებინა, იოჰანი ამერიკაში გაემგზავრა.

    1981/82 წლების სეზონში, ფინანსური ვალდებულებების არაერთგზის დარღვევის გამო ვალენსიური კლუბი დააჯარიმეს, ჰოლანდიელი კი იმ მომენტში უკვე "აიაქსში" იყო დაბრუნებული.

    საკვირველია, რომ "ლევანტე" ჯერ კიდევ ამაყობს ამ ხანმოკლე ავანტიურით. კლუბის სტადიონზე გულითადად ინახება "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეამბოხე მოთამაშის იმდროინდელი ფოტოები...

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი