„ბარსელონა“ ირანელი გულშემატკივრის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა

  • 12-09-2019, 00:55
  • „ბარსელონა“ ირანელი გულშემატკივრის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა

    "ბარსელონა" ირანელი გულშემატკივრის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.

    "კლუბი საჰარ ხოდაიარის სიკვდილით დამწუხრებულია, დაე, მან მშვიდად განისვენოს. ფეხბურთი საერთო თამაშია - ის ეკუთვნის, როგორც კაცებს, ასევე ქალებს. თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს სტადიონზე მისვლისა და საყვარელი სპორტით სიამოვნების მიღების უფლება."-წერია კლუბის ოფიციალურ Twitter-ზე.

    ირანელ ქალებს კაცთა საფეხბურთო შეხვედრაზე დასწრება ეკრძალებათ. მარტის თვეში საჰარი, ასევე ცნობილი, როგორც "ცისფერი გოგონა", სტადიონ "აზადიზე" "ესტეგლიალის" თამაშის საყურებლად მამაკაცივით გამოწყობილი მიდიოდა, რის გამოც, ის პოლიციამ დააკავა. სასამართლო სხდომის შედეგად ხოდაიარიმ გაიგო, რომ მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

    ამის შემდეგ, ირანელმა ქომაგმა სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა.

    თეგები: Twitter

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 12 სექტემბერი 2019 19:56

    ირანი ჯერ კიდევ ჯუნგლების კანონით ცხოვრობს მაგათი...

    2
    გასულია

    3 - 12 სექტემბერი 2019 14:58

    გმირი ქალი ყოფილა ნათელში იყოს ამინ.

    2
    --------------------
    ღადობარსა :)))
    გასულია

    2 - 12 სექტემბერი 2019 07:04

    ციტატა: დეიონგი
    ირანს უნდა აეკრძალოს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა სანამ კანონს არ შეცვლიან ამაზე მტკიცე პასუხს უეფასგან ველოდები დარწმუნებულივარ ეს შედეგს გამოიგებს

    ფეხბურთის კომპანიებმა კი არა სხვა ბომბა კომპანიებმაც რო იგივე ქნან, მსოფლიო და ზოგადად მუსლიმური ქვეყნნები შეიცვლება.

    9
    გასულია

    1 - 12 სექტემბერი 2019 01:13

    ირანს უნდა აეკრძალოს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა სანამ კანონს არ შეცვლიან ამაზე მტკიცე პასუხს უეფასგან ველოდები დარწმუნებულივარ ეს შედეგს გამოიგებს

    24

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი