მარსელინო რაფინიასა და დენისის ტრანსფერების ჩაშლით ძალიან უკმაყოფილო იყო

  • 12-09-2019, 00:14
  • მარსელინო რაფინიასა და დენისის ტრანსფერების ჩაშლით ძალიან უკმაყოფილო იყო

    "ბარსელონას" წინააღმდეგ სამეფო თასის ფინალში გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ "ვალენსიას" მწვრთნელს სპორტული პროექტის თავისუფლად წარმართვა სურდა. გეგმების განხორციელებისთვის აუცილებელ ფიგურებად მარსელინო ტორალი რაფინიასა და დენის სუარესს მიიჩნევდა, იტყობინება Sport. "ის საუკეთესოა მათ შორის, ვისაც კი ოდესმე გავუწვრთნივარ", ამბობდა ესპანელი ნახევარმცველი.

    მარსელინო თვლიდა, რომ ორივე ზემოთ ხსენებული მოთამაშე გააძლიერებდა მის პროექტს და ამავდროულად "ვალენსიას" ფინანსურ ზიანს არ მიაყენებდა. მიუხედავად ამისა, პიტერ ლიმი ამ ტრანსფერების განხორციელების საკითხს დიდად არ გულშემატკივრობდა და შესაბამისად, მას არც არაფერი მოუმოქმედებია.

    ტრავმიანი რაფინიასთვის რესურსის დახარჯვა პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა, "კლუბმა მითხრა, რომ ის არ მოდის", ამბობდა ტორალი. გარდა ამისა, "ღამურათა" ხელმძღვანელმა "ატლეტიკოსთან" გუნდის ლიდერის, როდრიგოს ტრანსფერი მთავარ მწვრთნელთან შეთანხმების გარეშე განიხილა.

    აღმოჩნდა, რომ მარსელინოსა და "ვალენსიას" გზების გაყოფის ერთ-ერთი მიზეზად სწორედ "ბარსელონელების" ჩაშლილი ტრანსფერია.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 12 სექტემბერი 2019 01:52

    სელადესი დაუყენებიათ მაგის მაგიერ
    ეგ ჩინური ფიგუ smiley

    2
    გასულია

    1 - 12 სექტემბერი 2019 00:42

    იდიოტია ხელმძღვანელი ჰყავს ვალენსიას... მარსელინო კი არა მესი და რონალდო რომ ჰყავდეს გუნდში ორივეს ერთად გაყიდიდა

    1
    --------------------
    ღადობარსა :)))

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი