მორიგი შანსი ახალგაზრდებს?

მორიგი შანსი ახალგაზრდებს?

სეზონის სტარტი "ბარსელონასთვის" დამაკმაყოფილებელი სულაც არ ყოფილა. ერნესტო ვალვერდე იმ სასტარტო თერთმეტეულის ძიებაშია, რომელიც გუნდის სტაბილურობის გარანტი გახდება. კოლექტივს ტრავმების სიხშირემ დიდი ზიანი მიაყენა. თავდასხმაში არსებული საკადრო პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ახალგაზრდებისთვის ნდობის გამოცხადება ითვლება, რომლებიც მზად არიან მათი მაქსიმუმის საჩვენებლად.

ლიონელ მესის მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ვალვერდეს არგენტინელის გამოყენების საშუალებას არ აძლევს. "ბლაუგრანას" ათიანს ტრიბუნებში უსმან დემბელეც შეუერთდება. გუნდის ლიდერის მსგავსი პრობლემის წინაშეა სუარესიც. ეს ყოველივე იმის მიმანიშნებელია, რომ ანსუ ფატი ძირითადი გუნდის ნაწილი კვლავ იქნება.

"ბეტისთან" ჩატარებული პირველი შეხვედრისა და "ოსასუნასთან" გატანილი სადებიუტო გოლის მერე, ის უთუოდ შედის ვალვერდეს გეგმებში. 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ყველაფერი გააკეთა იმის დასამტკიცებლად, რომ გუნდის ლიდერთა არყოფნის პერიოდში შეგვიძლია ვენდოთ. საკითხი ასე დგას: ანსუ ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ სათადარიგოდან გააძლიერებს "ბლაუგრანას"?

რაფინიას იჯარის წესით წასვლის შემდეგ, კარლეს პერესი ერთადერთი ხელმისაწვდომი გარემარბია ვალვერდეს განკარგულებაში. კარლეს ალენიასთან ერთად მან 21-წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრების ღირსება დაიცვა.

"ბეტისისა" და "ოსასუნას" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ანსუ და პერესი ძირითად შემადგენლობაში გრიზმანის გვერდით დადგომას უთუოდ იმსახურებენ. ახალგაზრდები საოცნებო პერიოდით სიამოვნებას იღებენ და არ გაანიავებენ შანსს, რომელიც ბედისწერამ მათ არგუნდა. როგორც ჩანს, "ლა მასია" "ბარსას" ამჟამინდელ პრობლემებს აგვარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.