ბორდასი: ნეიმარის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ

  • 11-09-2019, 20:32
  • ბორდასი: ნეიმარის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ

    მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარი ვერ შეიძინა, კლუბის დირექტორი ხავიერ ბორდასი მაინც არ უარყოფს იმას, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი, შესაძლოა, მაინც დაბრუნდეს.

    იანვარში ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთულია, რაც ნაწილობრივ შეზღუდული დროითაა განპირობებული. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნეიმარი დაბრუნებისთვის ძალიან მონდომებული იყო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

    "როდესაც მას დაბრუნება მოუნდება, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოხდეს," - თქვა ბორდასმა EFE-სთან ინტერვიუში.

    "რაც მოსახდენია, მოხდება. ფეხბურთში ყველაფერი იცვლება, მაგრამ ნეიმარი, ნეიმარია."

    "ნეიმარის შემთხვევა განსაკუთრებულია. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მას "ბარსელონაში" მოსვლა უნდა. მან პარიზში ადაპტაცია ვერ გაიარა და ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მან აღიარა."

    თეგები: ნეიმარი

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 11 სექტემბერი 2019 23:32

    ნეიმარი ნეიმარია ნამდვილად!! უკეთესი უბრალოდ არაა არავინ ამწუთას .. დემბელეო და მოგვკლა ფაფხურით :/

    3
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    8 - 11 სექტემბერი 2019 21:39

    ეს დემბელე რას შვება როდის დაბრუნდებაო? რომ მოიგდოს გუნდი ზურგზე და ათრიოს ამ გაჭირვების ჟამს smirk

    6
    გასულია

    7 - 11 სექტემბერი 2019 21:37

    ამან საჯაროდ აღიარა რამე?

    4
    --------------------
    2007-∞ 🔵🔴
    გასულია

    6 - 11 სექტემბერი 2019 21:32

    ციტატა: NS50
    ციტატა: kingarturo23
    უკვე მკიდია რა, ლიგაზე ვერ გამოვიყენეთ მაინც და აწი აღარ მინდა ამის მოსვლა. კარგი მწვრთნელი გააძრონ ლიჟბი და ნეიმარის ალტერნატივი გამოჩნდება აუცილებლად, ამ სეზონში ბევრი არაფრის იმედი მაქვს. საშინლად დავიწყეთ სეზონი.

    დამიჯერე, სჯობს ცუდად დაიწყო, ვიდრე ცუდად დაამთავრო wink

    ვალვერდეს ხელში არაფრის არ მჯერა თორე მართალია დდ

    3
    გასულია

    5 - 11 სექტემბერი 2019 21:26

    ციტატა: kingarturo23
    უკვე მკიდია რა, ლიგაზე ვერ გამოვიყენეთ მაინც და აწი აღარ მინდა ამის მოსვლა. კარგი მწვრთნელი გააძრონ ლიჟბი და ნეიმარის ალტერნატივი გამოჩნდება აუცილებლად, ამ სეზონში ბევრი არაფრის იმედი მაქვს. საშინლად დავიწყეთ სეზონი.

    დამიჯერე, სჯობს ცუდად დაიწყო, ვიდრე ცუდად დაამთავრო wink

    3
    გასულია

    4 - 11 სექტემბერი 2019 21:16

    მაშინ მოვიდეს იანვარში, მარა წელს დიდი იმედემი არ მაქვს. მარა ვერ გაიგებ მამენტ, შეიძლება ტრიპლეტიც დაიდოს.

    4
    გასულია

    3 - 11 სექტემბერი 2019 21:12

    ციტატა: kingarturo23
    უკვე მკიდია რა, ლიგაზე ვერ გამოვიყენეთ მაინც და აწი აღარ მინდა ამის მოსვლა. კარგი მწვრთნელი გააძრონ ლიჟბი და ნეიმარის ალტერნატივი გამოჩნდება აუცილებლად, ამ სეზონში ბევრი არაფრის იმედი მაქვს. საშინლად დავიწყეთ სეზონი.

    ეგ წესი გაუქმებულია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნებისმიერი ფეხბურთელის შეყვანა შეგიძლია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა სხვა ნებისმიერ გუნდში ამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩატარებული თამაში. ანუ ნეიმარს თუ დავიმატებთ შეძლებს ბარსაში თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე.

    5
    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია

    2 - 11 სექტემბერი 2019 21:10

    ციტატა: kingarturo23
    ლიგაზე ვერ გამოვიყენეთ მაინც და

    ახალი წესებით შეუძლია ლიგაზე თამაში

    2
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 21:06

    უკვე მკიდია რა, ლიგაზე ვერ გამოვიყენეთ მაინც და აწი აღარ მინდა ამის მოსვლა. კარგი მწვრთნელი გააძრონ ლიჟბი და ნეიმარის ალტერნატივი გამოჩნდება აუცილებლად, ამ სეზონში ბევრი არაფრის იმედი მაქვს. საშინლად დავიწყეთ სეზონი.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი