პიკე: პერესს დეივისის თასზე დავპატიჟებდი

  • 11-09-2019, 14:57
  • პიკე: პერესს დეივისის თასზე დავპატიჟებდი

    "ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ "რეალისა" და "ატლეტიკოს" მოთამაშეებს დეივისის თასზე სიამოვნებით დაპატიჟებდა.

    "ბუნებრივია, პერესს დეივისის თასზე დავპატიჟებდი. ფეხბურთი და ტენისი ორი განსხვავებული სპორტის სახეობაა. აგრეთვე მოვიწვევდი "რეალისა" და "ატლეტიკოს" მოთამაშეებსაც.

    როცა საქმე ფეხბურთს ეხება, ჩვენ შორის მეტოქეობაა, ხოლო ერთი ტრიბუნიდან ტენისის ყურება - სულ სხვა საკითხია.

    ვფიქრობ, ორივე გუნდის ფეხბურთელები მოისურვებენ იმის ნახვას, თუ როგორ იბრძოლებს რაფა ნადალი და მისი ესპანური კოლექტივი რიგით მეექვსე ტიტულისთვის."-მოჰყავს პიკეს სიტყვები Tennis World USA-ს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი