კლემან ლანგლე: ძალიან კმაყოფილი ვარ

  • 11-09-2019, 14:33
  • კლემან ლანგლე: ძალიან კმაყოფილი ვარ

    "ბარსელონას" მცველმა, კლემან ლანგლემ საფრანგეთი-ანდორას მატჩის შემდეგ (3:0) კომენტარი გააკეთა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა მოთამაშემ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნული გუნდის რიგებში.

    "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის პირველი გოლი გავიტანე. აღნიშვნების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ეს მნიშვნელოვანი ბურთი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის.

    ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ ალბანეთისა და ანდორას წინააღმდეგ. 6 ქულა გამოვიმუშავეთ და ბევრი გოლი გავიტანეთ."-ციტირებს ლანგლეს სიტყვებს UEFA-ს პრეს-სამსახური.

    6 ტურის შემდეგ ფრანგების აქტივში 15 ქულაა. დიდიე დეშამის გუნდი თურქეთთან ერთად H ჯგუფის პირველსა და მეორე ადგილს იყოფს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი