37 წელი მარადონას დებიუტიდან

  • 11-09-2019, 14:01
  • 37 წელი მარადონას დებიუტიდან

    11 სექტემბერი "ბარსელონასთვის" საკმაოდ კარგ მოგონებებთან ასოცირდება.

    ზუსტად 70 წლის წინ "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. "ბლაუგრანამ" "ხიმნასტიკს" 10:1 მოუგო. ნავარომ აქტივში 5 გოლი ჩაიწერა, ხოლო სეზარმა თავი ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა.

    1982 წლის 11 სექტემბერს, "კამპ ნოუზე" დიეგო არმანდო მარადონას სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. "ვალიადოლიდს" "ბარსელონამ" 3:0 მოუგო, ლეგენდარულმა არგენტინელმა კი თავი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

    ზუსტად 35 წლის წინ, ანტონიო ოლმოსა და პედრო მარია არტოლოს საპატივცემულოდ ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა "კამპ ნოუზე", სადაც "ბარსას" "ბილბაომ" 2:0 მოუგო. მაყურებელთა რაოდენობა მხოლოდ 7 ათასი კაცი იყო.

    2007 წლის 11 სექტემბერს, "ბარსელონა" კატალონიის თასის შეხვედრაში "ხიმნასტიკთან" 1:2 დამარცხდა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი